"თუ გახდომას აპირებთ, სახტუნაოზე იაფ ტრენაჟორს ვერსად მიაგნებთ",- ამბობს ინსტრუქტორი ლუის გარსია და გახდომის მსურველებს გამოცდილებასაც უზიარებს და საიდუმლოებებსაც უმხილს.
სახტუნაო წვავს კალორიებს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას, ამკვრივებს კუნთებს, აკაჟებს ორგანიზმს. ამასთანავე, მისი თან ტარება, სხვა ტრენაჟორებისგან განსხვავებით, სირთულეს არ წარმოადგენს.
ხტუნაობის დაწყება არ შეიძლება თუ: სავსე კუჭი გაქვთ, ძლიერი თავისტკივილისას, გულის დაავადების და მაღალი (დაბალი) არტერიული წნევის დროს.
როგორ ავარჩიოთ სახტუნაო: დადექით სახტუნაოს შუაში და მისი ბოლოები იაღლიამდე უნდა გწვდებოდეთ. თუ სახტუნაო გრძელია მისი დამოკლება მოგიწევთ, მოკლეს შემთხვევაში უფრო მაღლა ახტომა.
ნებისმიერი ვარჯის დაწყებისას ჯერ ორგანიზმი უნდა გახურდეს. ასეა სახტუნაოს შემთხვევაშიც. შეასრულეთ მსუბუქი ილეთები. უმჯობესია, კვირაში სამჯერ 15 წუთის განმავლობაში იხტუნაოთ. ამ პერიოდში საშუალოდ, 250 კალორიას დაწვავთ. ეს იგივეა, რომ 12 წუთი იცუროთ, 3 კმ ველოსიპედით გაიაროთ და 1,5 კმ ირბინოთ.
დაიწყეთ მსუბუქი შეხტომებით და გადადით უფრო რთულ ილეთებზე. 2-თვიანი ვარჯიშის შემდეგ ხტუნვის პერიოდი შეგიძლიათ 5 წუთით გაზარდოთ და უკვე 6 თვის თავზე 30 წუთი ივარჯიშოთ.
იხტუნავეთ მსუბუქად. დახტომისას თითის წვერებზე დახტით და არა მთელ ტერფზე. ხელები გეჭიროთ ტანთან ახლოს. ეცადეთ, იხტუნაოთ ერთ ადგილზე, სწორი ხერხემლით. თავი ოდნავ მაღლა ასწიეთ და წინ იყურეთ. ვარჯი სასურველია სუფთა ჰაერზე, მაგრამ თუ ოთახში იხტუნავებთ, ფანჯარა გააღეთ.
შეგუეთ იმ ფაქტს, რომ პირველი ორი ვარჯიშის შემდეგ კუნთები დაგეჭიმებათ, მაგრამ როგორც კი ორგანიზმი დატვირთვას მიეჩვევა. შეამჩნევთ, როგორ გაგიმკვრივდათ ფეხები, თეძოები, მუცლის პრესი, მოიშორებთ ცელულიტსა და "გალიფეს". ამბობენ, რომ სახტუნა ვენების გაგანიერებასაც კურნავს. ოფლთან ერთად კი წიდებისგან გათავისუფლდებით.
თავდაპირველად ორ ფეხზე ახტით-დახტით, შემდეგ იხტუნავეთ ფეხების მონაცვლეობით (ამ ვარჯისის დროს ხდება ფეხები და თეძოები). შემდეგ, როცა კარგად გახურდებით. ახტით და დახტომის დროს ხან მარჯვენა მხარეს დახტით, შემდეგ მარცხენა (ამ ვარჯიშის დროს ხდება მუცელის ცენტრი და გვერდები).
თუ ფეხის მონაცვლებით ხტუნვა უფრო მოგწონთ, ილეთი ცოტათი გაართულეთ და მონაცვლებისას ფეხი წინ გამოჭიმეთ, ისე, როგორც კანკანის ცეკვისას. ან მოხრილი ფეხი მკერდამდე აიტანეთ. თითოეული ნახტომი 10-10-ჯერ შეასრულეთ. როცა კარგად გაიწაფებით, თითოელ ნახტომს 2-3 წუთი დაუთმეთ.
სუნქვის დასარეგულირებლად ისევ ორ ფეხზე ხტუნვაზე გადადით.
რაც შეეხება სამოსს, ჩაიცვით მსუბუქი სპორტული ფეხსაცმელი, მაისური და შარვალი. არ ივარჯიშოთ ბიუსტჰალტერის გარეშე. რაც შეეხება კვებას, ეცადეთ, რაციონი ხილით და ბოსტნეულით გაამდიდროთ.
დაბოლოს, სახტუნაოში უმაღლეს მიღწევად ითვლება ერთ ნახტომზე სახტუნაოს ორჯერ დატრიალება. ეს რთული, მაგრამ მისაღწევი ილეთია, ამიტომ იხტუნავეთ, სხეულის სრულყოფის მისაღწევად და უმაღლესი ილეთის შესასრულებლად.
სახტუნელა - მარტივი ტრენაჟორი. როგორ გამოვიყენოთ