რა ხდება თამთასა და გიორგის შორის? - მორიგი სკანდალი "X ფაქტორის" კულისებიდან (+ ფოტო) - Marao

რა ხდება თამთასა და გიორგის შორის? - მორიგი სკანდალი "X ფაქტორის" კულისებიდან (+ ფოტო)

2014-05-14 10:10:53+04:00

თამთა გოდუაძის და გიორგი გაბუნიას ფლირტი, როგორც ჩანს, თვალშისაცემი "X ფაქტორის" მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ გასაიდუმლოებულ ურთიერთობაზე ბევრს წერენ და მსჯელობენ.

სხვათა შორის, გიორგი გაბუნიას მეგობრები ხუმრობენ გიორგის აშკარა სიმპათიებზე თამთას მიმართ. რამდენიმე დღის წინ ნოდარ მელაძემ გაბუნიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტო გამოუქვეყნა, სადაც გიორგი თამთას ფოტოსესიას ათვალიერებს ჟურნალ "ბომონდში". ფოტოს კი წარწერა - "შეყვარებული გაბუნია" დაურთო.

თამთა გოდუაძე კი "ინსტაგრამის" ოფიციალურ არხზე გიორგისთან ერთად გადაღებულ სელფშოტს აქვეყნებს. ფოტოზე დართულ კომენტარებში გაბუნია თამთას არაქართველი მეგობრებისგან აშკარა მოწონებას იმსახურებს.

კიდევ ერთიც, გიორგი გაბუნიას ათეულის წევრი, საბოლოოდ კი კონკურსს მიღმა დარჩენილი ნიკა შერმაზანაშვილი, რომელიც კასტინგზე თამთა გოდუაძეს სცენიდანვე გაეფლირტავა, "ფეისბუქზე" გიორგის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მეგობრები კი უწერენ, რომ ეს გიორგის მხრიდან ანგარიშსწორება იყო - შესაძლოა, თამთას გამო.

ბუნებრივია, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თამთა და გიორგი კი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ფილარმონიაში, შოუს ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას, საინტერესო ფაქტი მოხდა. მართალია, დარბაზში მსხდომ მაყურებელს ეკრძალებოდა ფოტო-ვიდეოს გადაღება და ამას მკაცრად აკონტროლებდა ადგილზე მობილიზებული დაცვის სამსახური, მაგრამ წელს შოუს პროდიუსერებმა ჟურნალისტებს მუშაობის საინტერესო სქემა შესთავაზეს - მათ გადასაღები მოედნის ყველა ლოკაციაზე შეეძლოთ შესვლა.

შესაბამისად, ის, რაც კადრს მიღმა ხდებოდა, ჩასაფრებულ ჟურნალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

ფოტომასალა კულისებში მყოფმა ჟურნალისტმა მოგვაწოდა. ათასობით მაყურებლის თვალწინ, ერთმანეთით მოხიბლული გიორგი და თამთა გრძნობებს ვერ მალავენ.

ნახეთ და თავად განსაჯეთ, რამდენად არის ახლოს რეალობასთან მოარული ჭორები.