ასტროლოგია და მოდა საკმაოდ დიდი ხანია მჭიდრო კავშირში განიხილება. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი ქალის გემოვნებასა და სტილზე მისი ზოდიაქოს ნიშანი ახდენს უდიდეს გავლენას.
მოდის ასტროლოგებს საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ ასევე იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალისთვის. გთავაზობთ ჩამონათვალს:
ვერძს - მინიმალისტური მაკიაჟი უხდება. დამატებით შტრიხად შეუძლია გამოიყენოს მკვეთრი წითელი ან ჟოლოსფერი პომადა.
კუროსთვის ბუნებრივი ტონალობებია მიზანშეწონილი. თვალის ჩრდილები - მუქი თამბაქოსფერი ან ღია ყავისფერი. პომადა - პასტელური ფერის.
ტყუპს შეუძლია თამამად მიმართოს ექსპერიმენტს მაკიაჟის მხრივ. მას ძალიან მოუხდება ლაინერით გაკეთებული მკვეთრი აქცენტები თვალებზე, ლურჯი ან ფერადი ტუში და სტაფილოსფერი პომადა.
კირჩხიბს თვალების და ღაწვების არის გამოკვეთა სჭირდება. თვალის ჩრდილი ნაზი, გარდამავალი ტონალობის უნდა იყოს. სახის ჩრდილი - ბაცი ვარდისფერი.
ლომისთვის აუცილებელია მდიდრული, გამოკვეთილი მაკიაჟი. თვალის ჩრდილები - მოყავისფრო, თაფლისფერი ან მუქი ჩალისფერი. პომადა - კანისფერი. სასურველია ოქროსფერი ტატუ ყელზე ან მბრწყინავი ელემენტები ღაწვების მიდამოებში.
ქალწული მინიმალისტია ბუნებით. მისთვის იდეალური მაკიაჟია ბაცი ჩრდილები თვალის არეში - მტრედისფერი ან მონაცრისფრო მწვანე. პომადა - ნეიტრალური ფერის.
სასწორისთვის აუცილებელია, გამოკვეთოს ტუჩები. ამიტომ პომადის არჩევანზე დიდი ყურადღება უნდა შეაჩეროს მან ამ მხრივ. კარგია წითელი, ბორდოსფერი ან მუქი სტაფილოსფერი პომადა.
იხილეთ სრულად: astrologi.ge