ქალებს, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს მჯდომარენი ატარებენ, აქტიური ცხოვრების მოყვარულებზე 2-3-ჯერ მეტი აქვთ ალბათობა, ფილტვების თრომბოემბოლია განუვითარდეთ.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც ამ დაავადებისა და პასიური ცხოვრების წესის ურთიერთკავშირი დაამტკიცა. აღმოჩნდა, რომ ფილტვის ემბოლიის მიზეზია ქვედა კიდურების ღრმა ვენებიდან სისხლის ნაკადით თრომბის ფილტვებში გადატანა. დაავადების პირველი ნიშნებია ტკივილები გულის არეში და ქოშინი.
ტკივილი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის დროს. თრომბოემბოლიის კიდევ ერთი სიმპტომია ხველა სისხლიანი ნახველით.
სპეციალისტები 18 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 ათას მედდას. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ დაავადების განვითარების ალბათობა ორჯერ მეტი აქვთ მათ, ვინც კვირაში 40 საათს (სამსახურის გარდა) მჯდომარე ატარებს.
უკვე დადგენილია, რომ 10 წლის განმავლობაში საოფისე სამუშაო ნაწლავების კიბოსა და დიაბეტი ტიპი 2-ის რისკს ზრდის. მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები ყველას აქტიური ცხოვრების წესს ურჩევენ.
ფრანგმა მკვლევრებმა კი დაამტკიცეს, რომ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თავიდან აცილებაში ღვინო დაგეხმარებათ.
რესვერატროლი, წითელი ღვინის ინგრედიენტი, პასიური ადამიანების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
ასე რომ, წითელი ღვინო ერთგვარი "თხიერი ეკვივალენტია" ფიზიკური ვარჯიშისა, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციის ნორმალური მუშაობისთვის.