ხაჭოსა და ბანანის ნიღაბი – მკითხველის მიერ მოწოდებული კიდევ ერთი საოცარი რეცეპტი - Marao

ხაჭოსა და ბანანის ნიღაბი – მკითხველის მიერ მოწოდებული კიდევ ერთი საოცარი რეცეპტი

2014-05-27 11:28:34+04:00

ჩვენი ერთგული მკითხველები კვლავაც აქტიურობენ და გვაწვდიან სახლის პირობებში, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მომზადებული და რაც მთავარია, ნაცადი ნიღბების რეცეპტებს.

ამჯერადაც უმარტივეს და როგორც ჩანს, ძალზე ეფექტურ ლიფტინგ-ნიღბის რეცეპტს გთავაზობთ, რომლის მომზადებაც არ გაგიჭირდებათ და შედეგით აღფრთოვანდებით.

დაგჭირდებათ:

ხაჭო;

ბანანი;

ზეითუნის ზეთი;

კივი.

მომზადების წესი:

ერთ ჩაის კოვზ ხაჭოში გასრისეთ მეოთხედი ბანანი, დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ყველაფერი ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20-25 წუთი.

ახლა გაფცქვენით კივი და კანის შიდა მხრიდან ჩამოიწმინდეთ ხაჭოს ნიღაბი ზედმიწევნით კარგად.

ჯერ არ დაიბანოთ, ასე დაჰყავით 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.