ოხრახუშის ნიღაბი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის - Marao

ოხრახუშის ნიღაბი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის

2014-05-29 12:32:16+04:00

დაგვეთანხმებით, ზედმეტი ცხიმიანობისგან სახის კანის სიპრიალე განსაკუთრებით ზაფხულშია შემაწუხებელი და არც ისე მიმზიდველი.

ნიღაბი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ეფექტურად მოგაშორებთ სახიდან ზედმეტ ცხიმს და მას საოცრად გლუვს გახდის. ასევე, ეს ნიღაბი ებრძვის ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, კერძოდ კი - გამონაყარს და ფორებს.

ინგრედიენტები:

1 კონა ოხრახუში (დაახლოებით 100 გრ)

100 გრ შვრიის ბურღული (ჰერკულესი)

3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი

ტიპი: ცხიმიანი და პრობლემური კანი.

დრო: 30 წუთი.

მომზადების წესი: წვრილად დაჭერით ოხრახუში, დაუმატეთ წინასწარ წყალში მოხარშული შვრია, ჩააწვეთეთ ჩაის ხის ეთერზეთი და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ დააბლენდეროთ, რათა უფრო ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

გამოყენება: დაიდეთ სუფთა კანზე ნიღაბი, გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შედეგი: სუფთა, უცხიმო, უპრობლემო და გლუვი კანი.