აი, რას გვწერს ჩვენი მკითხველი და ეს რჩევა, ვფიქრობთ, უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის, რადგან აპრობირებულია და შედეგმიღებულიც.
"ვიარე" დუნდულებით, შედეგად, მივიღე ლამაზი უკანალი.
როგორ გავაკეთოთ? დაჯექით იატაკზე, ფეხები წინ გამართეთ, ხელები წინ გამართული.
ახლა ისე, რომ ფეხები არ დაიხმაროთ, გადაადგილდით წინ, ანუ დატვირთვა გადაიტანეთ დუნდულებსა და თეძოებზე.
მეტი ეფექტისთვის ვმოძრაობთ როგორც წინ, ასევე უკან".