თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც სმენია "ოქროს ვარსკვლავის" შესახებ. მას "ვიეტნამური მალამო" ჰქვია.
წლების წინ ეს უნივერსალური მალამო ყველა ოჯახში ინახებოდა, მაგრამ დღეს შეიძლება მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის, ან დაივიწყა. ის კვლავ იყიდება აფთიაქებში.
მოდით, გავერკვეთ ვიეტნამის მალამოს სასარგებლო და ზიანის მომტან თვისებებში.
"ოქროს ვარსკვლავს", დიახ, მძაფრი სუნი აქვს; დიახ, ეფექტიანია, მაგრამ ნუ გადაამეტებთ.
დადგენილია, რომ "ვარსკვლავი" საუკეთესო საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. მისი მძაფრი სუნი მომანტალურად ხსნის შეგუბებას ცხვირში.
ხშირად ვიეტნამის მალამოს კოღოს ნაკბენზეც ისვამენ. გამაგრილებელი ეფექტის წყალობით, ნაკბენი აღარ გექავებათ.
სურდოს დროს მალამოს ცხვირის დაბლა და ნესტოებზე ისვამენ. იკეთებენ ინჰალაციასაც. ამისათვის მალამოს ხსნიან ცხელ წყალში, ათავსებენ საშუალო ზომის ფიალაში. თავზე, ისე, რომ ფიალასაც ფარავდეს, პირსახოცს იფარებენ და სუნთქავენ. თვალები ამ დროს დახუჭული უნდა გქონდეთ.
<div class="captcha_main_class_1">
<div class="captcha_image_class_1"></div>
თავის ტკივილი</div>
თავის ტკივილის დროს მალამოს საფეთქლებზე, წარბების ზედა ჩაღრმავებაზე, ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის ისვამენ. მალამოს წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელი, რადგან მალამოიანი თითი თვალში არ მოიხვედროთ.
გაციების დროს მალამოს ზურგსა და მკერდზე ისვამენ.
თუ კუნთი დაგეჭიმათ ან გაგიცივდათ, შეიზილეთ "ოქროს ვარსკვლავი" მტკივან ადგილას.
თუ "ზღვის დაავადება" გაწუხებთ, შეიზილეთ მალამო საფეთქლებსა და კეფაზე.
"ოქროს ვარსკვლავი" დეპრესიასაც შველის და უძილობასაც. შეგიძლიათ, ძილის წინ მალამო საფეთქლებსა და კეფაზე წაისვათ ან ცოტაოდენი (ნეკის ფრჩხილის ზომის) მალამო არომალამპაში მოათავსოთ და აანთოთ.
გაფრთხილება
მალამოს გამოყენებისას შემდეგი ზომები უნდა დაიცვათ:
- მოერიდეთ მის წასმას ლორწოვან გარსზე, ღია და ჩირქიან ჭრილობაში. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ მალამო.
- თუ მის სუნზე ალერგია გაქვთ, მისი წასმისგანაც შეიკავეთ თავი.
- ბავშვებს 2 წლამდე მალამო არ წაუსვათ.
ნატურალურობის გამო მისი მოხმარება ფეხმძიმეებსაც უყვართ, მაგრამ გაფრთხილდით, თუ ალერგია გაქვთ ევკალიპტის, მიხაკის, პიტნის არომატზე, რასაც "ოქროს ვარსკვლავი" შეიცავს. ფეხმძიმეებს ისედაც გამძაფრებული აქვთ სუნზე რეაქცია და ალერგიულობაც იმატებს. ამიტომ მისი მოხმარებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოთ.