ცირცელისა და პიტნისგან მომზადებული ნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის - Marao

ცირცელისა და პიტნისგან მომზადებული ნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის

2014-06-17 12:09:35+04:00

გარდა იმისა, რომ ეს ნიღაბი თმის სწრაფად ზრდას უწყობს ხელს, ის ასევე გაგათავისუფლებთ ზედმეტი ცხიმიანობისგან.

ინგრედიენტები:

3 სუფრის კოვზი პიტნის დაქუცმაცებული ფოთლები;

0,25 ჭიქა ცირცელი (თუ ვერ იშოვეთ ნედლი, იკითხეთ აფთიაქებში ხმელი).

მომზადების წესი: დააქუცმაცეთ პიტნის ფოთლები და ცირცელი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტაოდენი ადუღებული წყალი (ზედმეტი არ მოგივიდეთ), დააბლენდერეთ და მიიღეთ ფაფისებური მასა.

მიღებული ნიღაბი დაიდეთ დაბანილ თმაზე. გაიჩერეთ 20-25 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

შედეგი: ლამაზი და ჯანმრთელი თმა, რომელიც სწრაფად იზრდება.