ჟელატინი დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს, რაც აუცილებელია თმის "შენებისა" და მისი გაჯანსაღებისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ:
1. სუფრის კოვზი ჟელატინი;
2. 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი;
3. 1 ჩაის კოვზი შამპუნი;
მომზადება:
ჟელატინი კარგად გახსენით თბილ წყალში, ისე, რომ არ დარჩეს კორკოშელები. გააჩერეთ, რომ კარგად გაფუვდეს, შემდეგ შეურიეთ შამპუნი და დაიდეთ თმაზე, შეიფუთეთ პოლიეთილენით (პარკით). გაიჩერეთ 20-30 წუთით.
შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და დატკბით თქვენი თმის წარმოუდგენელი მოცულობით! ნიღბის სისტემატურად (კვირაში ერთხელ მაინც) გაკეთების შემთხვევაში კი თმა ძალიან სწრაფად გაიზრდება.