ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და ეფექტური დიეტური პროდუქტი – სიმინდია, კონკრეტულად კი, მისი ფქვილისგან მომზადებული ფაფა.
სიმინდის ფქვილი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, წმენდს ნაწლავებს და აწესრიგებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას.
ასევე, სიმინდის ფქვილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოაქვს ორგანიზმიდან ცხიმები, ტოქსიკური და რადიაქტიული ნივთიერებები. სიმინდის ფქვილი არ იწვევს ალერგიას, რის გამოც ამ დიეტას უკუჩვენებები არ აქვს.
სიმინდის დიეტა
მოამზადეთ სიმინდის ფაფა (რძით, ცოტაოდენი მარილითა და სულ ცოტა შაქრით ან თაფლით) იმდენი, რომ გაანაწილოთ 5-6 მიღებაზე. სითხის სახით მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრი წყალი, შეგიძლიათ უგაზო მინერალურიც და მწვანე ჩაიც.
3 დღის განმავლობაში ჭამთ მხოლოდ სიმინდის ფაფას და იღებთ სითხეს. კატეგორიულად არ შეიძლება დიეტის სამ დღეზე მეტხანს დაცვა.
შედეგი: იკლებთ 5 კგ-ს, თავისუფლდებით შეშუპებისგან, დაბლა იწევს ქოლესტერინის დონე, უმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა მუშაობა, კანის და პირის ღრუს მდგომარეობაც კი.
ექიმი-დიეტოლოგები გვირჩევენ, კვირაში 2-ჯერ მაინც მივირთვათ სიმინდის ფაფა.