გლიცერინი და ვიტამინი E სახისთვის შეიძლება და მეტიც, აუცილებელიც კია მისი ყოველდღიურად გამოყენება.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) პირველი ანტიოქსიდანტი ვიტამინია, რომელიც კანს ჯანმრთელ იერს ანიჭებს და ხელს უშლის ასაკობრივი პრობლემების წარმოქმნას. ვიტამინი E ბევრი კოსმეტიკური საშუალების მთავარი კომპონენტია.
ის შემდეგი მოქმედებისაა:
აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს.
ანელებს დაბერებას.
ასტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას.
ნორმაში ამყოფებს წყალ-ლიპიდურ ბალანსს.
ხსნის შეშუპებას.
კურნავს გამონაყარს.
აქრობს ჭორფლსა და ლაქებს.
ხელს უწყობს ვიტამინი A-ს შეთვისებას.
ვიტამინ E-ს მიღება ორალურადაც არის შესაძლებელი. ის კაფსულების სახითაც იყიდება აფთიაქში. დღიური ნორმა 15 მგ-ია. შეგიძლიათ, უბრალოდ, ორივე სითხე, ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით არეული, წაისვათ სახეზე ძილის წინ. ის საკმაოდ სწრაფად შეიწოვება და შედეგიც არ დააყოვნებს. წვრილი ნაოჭები ქრება, ხოლო კანი ძალიან გლუვი, თანაბარი და ხავერდოვანი გახდება.
გლიცერინი სახის კანისთვის: სარგებლობა და მოხმარების წესები
თხევად გლიცერინს შეუფასებელი თვისება აქვს – ის სახის კანში სითხეს აჩერებს. გლიცერინს უმატებენ კრემებში, ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პროდუქტებში. ის კანზე ქმნის დამცავ ფენას, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში კანი წებოვანი გახდება, თუმცა ეს ნუ შეგაშფოთებთ, რადგან წებოვნება მალე გაქრება.
პრობლემური კანისთვის კარგია გლიცერინის სუფთა სახით გამოყენება – ლოსიონის სახით. მისი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში გაუმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის პროცესი, დაცხრება ყველა ანთებითი პროცესი ბევრად სწრაფად, ვიდრე სხვა საშუალებებით. გარდა ამისა, კანი კარგად დატენიანდება.
აღსანიშნავია, რომ გლიცერინიანი ნიღბები ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის. უნივერსალურ ნიღაბს შემდეგი შემადგენლობა აქვს: თანაბარი რაოდენობით გლიცერინი და თაფლი. ნიღაბი საკმაოდ თხელი გამოდის. იმისათვის, რომ ის გაასქელოთ, დაუმატეთ დაფქული შვრია.
მშრალი კანის შემთხვევაში ნიღაბს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ცხიმიანი კანისთვის საუკეთესოა გლიცერინის, დაფქული შვრიისა და კიტრის წვენისგან მომზადებული ნიღაბი.
მგრძნობიარე კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომაც გაიკეთეთ გლიცერინისა და კვერცხის გულისგან მომზადებული ნიღაბი, რომელშიც ციტრუსების ზეთის რამდენიმე წვეთსაც ჩაუმატებთ.
გლიცერინი და ვიტამინი E: ხელებისთვისაც შეუცვლელია!
ეს ნივთიერებები გამოიყენება არა მხოლოდ სახის კრემებში, არამედ ხელებისთვისაც. ხელები გამუდმებით განიცდის გარე ფაქტორების ზემოქმედებას: წყლის, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების და სხვა. იმისათვის, რომ მოიხსნათ ხელის კანის გაღიზიანება და სიმშრალე, შეგიძლიათ გამოიყენოთ გლიცერინისა და ვიტამინ E-სგან მომზადებული ნიღბები. თუ არ გაქვთ დრო, მოამზადოთ ისინი, შეგიძლიათ, უბრალოდ, დაუმატოთ თქვენს ხელის კრემში გლიცერინი და ვიტამინი E. შეიზილეთ ეს კრემი დღეში ორჯერ ხელის კანში და სულ მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი ხელები საოცრად ნაზი და რბილი გახდება.