ჟურნალი "ბომონდი", დიზაინერი თამუნა ინგოროყვა და ინტერნეტ-პორტალი "მარაო.გე" იწყებენ სელფების კონკურსს - "სელფ-კასტინგი". გაიხალისეთ ზაფხული, გადაიღეთ სელფები და მოიგეთ სოლიდური პრიზები.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ - სელფის გადაღება ფსიქიკური აშლილობის დასტურიაო, სელფი მსოფლიოს იპყრობს. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ პოლიტიკოსების, შოუმენებისა და ცნობილი ადამიანების სელფებსაც.
არ არსებობს გოგონა, რომელსაც ერთი სელფი მაინც არ ექნება გადაღებული. თუ მათ რიცხვში ხართ, მაშინ არაჩვეულებრივ გასართობს გთავაზობთ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგახალისებთ.
ამასთან, შესაძლოა, თქვენმა ერთმა ფოტომ გლამურული ჟურნალის გვერდები და ცნობილი დიზაინერის მაღაზიის ვიტრინებიც კი დაიპყროს... ამისთვის მხოლოდ კონკურსში მონაწილეობაა საჭირო, რომლის წესებიც ძალიან მარტივია...
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე გოგონებს. იმისთვის, რომ კონკურსის მონაწილე გახდეთ, საჭიროა, გამოგვიგზავნოთ ნებისმიერ ადგილას გადაღებული სელფი (ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს). ფოტოების გამოგზავნის ვადაა 3-დან 30 ივლისის ჩათვლით.
1-ლი აგვისტოდან კი მონაწილეების ფოტოები ერთი თვის განმავლობაში განთავსდება marao.ge-ზე. სექტემბრის დასაწყისში კი ჟურნალი "ბომონდი" იმ გოგონას დაასახელებს, რომელსაც დაუვიწყარ ფოტოსესიას მოუწყობს ჟურნალში და დაასაჩუქრებს საინტერესო პრიზით.
მეორე იღბლიანს დიზაინერი თამუნა ინგოროყვა გამოავლენს. ერთ-ერთი თქვენგანი მისი ახალი კოლექციის სახე გახდება... გამარჯვებულის პლაკატები კი ინგოროყვას მოდის სახლის ვიტრინებს დაამშვენებს.
მესამე გამარჯვებული marao.ge-ზე დაგროვილი ლაიქების მეშვეობით გამოვლინდება. მას ჩვენი საიტისგან გრანდიოზული და დაუვიწყარი საჩუქარი ელის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ცნობილ ადამიანებსაც. მათ marao.ge - ასევე ლაიქების საშუალებით გამოავლენს და სელებრითებისთვის სპეციალური პრიზი დაწესდება.
სელფები, თქვენს მონაცემებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე - marao@marao.ge
წარმატებებს გისურვებთ!