ჩინელი ბერების 10 მცნება, რომელიც გაიძულებთ, რომ შეიცვალოთ:
- თუ გიყვარს ადამიანი, არ ჩაერევი მის პირად ცხოვრებაში. შენ ვერ გაბედავ დაურღვიო მას შინაგანი საზღვრები.
- მოეშვი იმაზე ფიქრს, როგორ მიიღო სიყვარული და დაიწყე მისი იქით გაცემა. რასაც გასცემ, დაგიბრუნდება. სხვა გზა არ არის.
- დაიწყე ცხოვრება, მაგრამ ნუ დაიწყებ მზადებას იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მომავალში იქნება.
- ამქვეყნად ყველა ტანჯვა იქიდან მოდის, რომ შენ დაგავიწყდა, რომ უნდა იცხოვრო და უბრალოდ, ისეთ საქმიანობას ეწევი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ცხოვრებასთან.
- თუ გინდა იცხოვრო, ისწავლე ერთი რამ: მიიღე ყველაფერი და პირველ რიგში, საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ის არის.
- თუ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, ხოლო თუ ღარიბი – ნუ მიიღებ ამას სერიოზულად.
- დაუშვი რაც შეიძლება მეტი შეცდომა, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ: ნუ დაუშვებ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ. და შენ გაიზრდები.
- მუდამ გახსოვდეს, რომ თავისუფლება – ეს უმაღლესი ფასეულობაა და თუ სიყვარული არ გაძლევს ამ თავისუფლებას – ესე იგი, ეს სიყვარული არ არის.
- ნუ ასწავლი სხვას, როგორი უნდა იყოს ის... ეცადე, თავად გახდე სრულყოფილი.
- შენ ძალიან გიყვარს პრობლემების შექმნა... უბრალოდ, დაინახე ეს და პრობლემები უცებ გაქრება.