შავი პრინცი ყოფილ ცოლზე პირველ კომენტარს აკეთებს - ''ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს, ვიდრე ამათ უკანალებს''... - Marao

შავი პრინცი ყოფილ ცოლზე პირველ კომენტარს აკეთებს - ''ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს, ვიდრე ამათ უკანალებს''...

2014-07-11 16:32:59+04:00

ორი დღის წინ ლევან გოგორელიანისა და კოტიკო თოლორაიას გადაცემა ''ბინა 18"-ში ჯგუფი ''ბანი'' მიიწვიეს.

ქართული ჰანგების ფონზე წამყვანებმა სტუდიაში ნახევრად შიშველი მოდელები შემოიყვანეს და ტამტამებად მათი უკანალები გამოიყენეს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გოგონების უკანალზე ''რაჭული'' შეასრულა. გადაცემას უხმაუროდ არ ჩაუვლია. საზოგადოების ნაწილმა გადაცემის პროდიუსერი მკაცრად გააკრიტიკა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ამ სკანდალში გაეხვა, პრინციპული შავი პრინცის ყოფილი ცოლია. მართალია, თავად უარყო, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთ ინტერვიუში ერთმანეთს ცოლ-ქმრად მოიხსენიებდნენ. ბაბეტასთან შავ პრინცს პატარა ქალიშვილიც ჰყავს.

რეპერს სკაიპის მეშვეობით დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ მას ეს ნომერი ნანახი არ ჰქონდა. ამიტომ ვიდეო გავუგზავნეთ და შეფასება ვთხოვეთ.

- ეს რა არის? მე უარესს ველოდი. ხელის მაგივრად სხვა რამ რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მოერიდა ალბათ ამ ბიჭს ან გოგონებს. ეს არაფერია, ტამტამს უფრო კარგი ხმა აქვს, ვიდრე ამათ უკანალებს. სუსტი უკანალები აქვთ. სუსტი უკანალი ხმას არ გამოსცემს. ფიტულს ხმა არ აქვს. ქართულ მუსიკას ასეთი ხმოვანება თუ მოუხდებოდა, არ მეგონა.

- საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია ამ ნომერმა...

- რაო, რას ამბობენ?

იხილეთ სრულად: reitingi.ge