ეს გახლავთ კლასიკური მონო-დიეტა, რომლის დროსაც დასაშვებია მხოლოდ ერთი პროდუქტი.
დღეში იღებთ თქვენი წონის ყოველ 10 კგ-ზე თითო კილოგრამ საზამთროს (მაგალითად, თუ ხართ 60 კგ, შეგიძლიათ მიირთვათ 6 კგ საზამთროს რბილობი). დღიური ნორმა გაანაწილეთ 5-6 მიღებაზე. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ – დაუმატეთ 1-2 ნაჭერი შავი პური.
დიეტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ არ გადახვიდეთ ჩვეულ რაციონზე, ჯერ საზამთროს დაუმატეთ უშაქრო, წყალზე მომზადებული ფაფები (უმჯობესია შვრიის), მჭლე, მოხარშული ხორცი (თევზი ან ქათამი), ბოსტნეულის სალათები, ყველი.
ვახშმად მიირთვით საზამთრო, ერთი კილოგრამი თქვენი წონის თითოეულ 30 კგ-ზე.
საზამთროს დიეტას რამდენიმე მკაცრი უკუჩვენება აქვს. ესენი გახლავთ: შაქრიანი დიაბეტი, კენჭები თირკმელში, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები, საშარდე გზების თანდაყოლილი ანომალიები, პიოლონეფრიტი, კოლიტი, დიარეისკენ მიდრეკილება.