თუ ნაადრევად გაჭაღარავდით... - Marao

თუ ნაადრევად გაჭაღარავდით...

2014-07-23 14:19:48+04:00

პროცესის შესაჩერებლად და თმის ღერებისთვის პიგმენტის შესაცვლელად არსებობს რამდენიმე ხალხური მეთოდი:

წითელი წიწაკა

აიღეთ 6 ცალი გამომშრალი წითელი წიწაკა, მოათავსეთ მუქ მინის ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ არაყი და 3 კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და დღეში ერთხელ შეიზილეთ თმის ძირებში. კურსი – 2 კვირა. ამის შემდეგ გაჭაღარავებული თმა მიიღებს პიგმენტს.

ასკილი

აიღეთ 6 სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი, დაასხით 4-5 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ ისევ ადუღეთ 5 წუთი და კვლავ გააჩერეთ ერთი საათი. სვით დღეში 3-ჯერ 200 მლ ნაყენი და ასევე შეიზილეთ თავის კანში.

ალუბლის წვენი

ალუბლის წვენი შეიზილეთ დაბანამდე 40-60 წუთით ადრე თმის ძირებში.

კაკლის ნაყენი

ერთ მუჭა კაკლის წენგოს ან ფოთლებს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთი თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და ყოველდღიურად გადაივლეთ თმაზე (უმჯობესია, ეს პროცედურა ხელთათმანებით გააკეთოთ: სითხე ხელებსაც შეგიღებავთ). იმისათვის, რომ შედეგი შესამჩნევი იყოს, ჩაიტარეთ პროცედურა რეგულარულად.

ასევე იხილეთ:

ალუბალი – დღეგრძელობისა და მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი

უნიკალური გამაახალგაზრდავებელი ელექსირი – აქრობს ჭაღარასაც კი!

ნაადრევად რომ არ დაბერდეთ! ახალგაზრდობის ქურდები

როგორც იქნა, გამოიგონეს ჭაღარის საწინააღმდეგო წამალი!