აიღეთ შავი პური, გაჭერით სამ ან ოთხ ნაწილად. მისი ერთი ნაწილი დააქუცმაცეთ, დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ დაფაროს.
პური გაღვივდება და ფაფად იქცევა. თბილი წაისვით თმაზე, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი და ან ქუდი დაიხურეთ, ან პირსახოცი შემოიხვიეთ. "პურის შამპუნი" ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ასეთი ნიღაბი პირველივე ცდაზე თმას ბზინვარებას შესძენს, შემდეგ კი თმა სწრაფად დაიწყებს ზრდას. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და "პურის შამპუნს" 1 ჩაის კოვზი თაფლი ან კვერცხის გული დაამატოთ. ხოლო თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, -ლიმონის წვენი.