ბრინჯის სამდღიანი დიეტა - Marao

ბრინჯის სამდღიანი დიეტა

2014-07-28 12:56:20+04:00

თუ გსურთ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეთ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისგან, მაშინ ბრინჯის დიეტა ზედგამოჭრილია თქვენთვის!

ბრინჯის დიეტის მენიუ:

პირველი დღე.

საუზმე: ვაშლი, 100 გრ მოხარშული ბრინჯი ლიმონის ცედრით;

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 150 გრ ბოსტნეულის სალათა, 100 გრ მოხარშული ბრინჯი მწვანილით და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთით.

ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრ ბრინჯი, მოხარშული სტაფილო.

მეორე დღე.

საუზმე: ფორთოხალი, 100 გრ ბრინჯი მწვანილით და 1 სუფრის კოვზი არაჟნით;

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრ მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: 100 გრ მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულით.

მესამე დღე.

საუზმე: გრეიპფრუტი, 100 გრ ბრინჯის ფაფა დარიჩინით;

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრ კიტრის სალათა 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით შენელებული, 100 გრ მოხარშული ბრინჯი, 150 გრ ჩათუთქული სოკო;

ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრ მოხარშული ბრინჯი და 150 გრ ბროკოლი.

ასევე იხილეთ:

ჰერკულესის დიეტა: ერთ კვირაში მინუს 4 კგ

სიმინდის დიეტა – 3 დღეში მინუს 5 კილოგრამი

აკროშკას დიეტა - 7 დღეში მინუს 5 კგ

3-დღიანი ტკბილი დიეტა