პირველი გულისფანცქალი და მარტო მანქანის საჭესთან - Marao

პირველი გულისფანცქალი და მარტო მანქანის საჭესთან

2011-07-25 15:30:05+04:00

ეს მომენტი ჩემთვის ისეთივე ამაღელვებელი იყო, როგორც მაგალითად მისაღები გამოცდები ან პირველი პაემანი. ახალთახალი მანქანა ფარეხში გიდგას, შენ კი ჯერაც არ გადაგილახავს ქალაქში მარტო გასვლის შიში?

ნუ დაიძაბები -"ავტოფობია" თითქმის ყველა გამოუცდელ მძღოლს, მით უმეტეს, ქალს ემართება. გული გიჩქარდება, როდესაც მანქანის მართვისას სიჩქარეს უმატებ ან BMW-ს მარკის მანქანას უსწრებ? ეს დროებითია და მალე გაივლის.

ყველაფერი შენს ხელთაა!

ვერავინ გაიძულებთ საჭესთან ძალით დაგსვან, ამიტომ შიში დროულად უნდა გადალახო. ეს რჩევები კი საჭესთან ადაპტირებას გაგიადვილებ.

* ნუ გააპროტესტებ, რომ ჯერ "ჩაიდანი" ხარ

ნუ ითაკილებ მინაზე იმის გამომსახველი აპლიკაცია მიაწებო, რომელიც მძღოლებს ატყობინებს, რომ საჭესთან ქალია. დამერწმუნე, განსაკუთრებით მამაკაცი მძღოლები მოგერიდებიან საკუთარ გამოცდილებასაც გაგიმხელთ- ჩაიდნის გამომსახველი სტიკერი ვერ ვიშოვე და წარწერა, "მანქანაში" ბავშვია მივაკარი. მერწმუნე, ეს ვარიანტიც მშვენივრად მუშაობს.

• რაც შეიძლება ხშირად გამოიყენე საჭსთან დაჯდომის შანსი. შესთავაზე მეგობრებსა და მეუღლეს სადმე გაასეირნო. მისი მეთვალყურეობით წესებსაც უკეთ ისწავლი და თან პრაქტიკასაც მიიღებ.

• იარე განსახვავებული მარშრუტით. ამ გზით უფრო ჩქარა მიხვალთ სასურველ მიზნამდე.

• დაიცავი დისტანცია, რადგან ჯერ სწრაფად ვერ მოახდენ მანევრირებას, შესაძლოა, წინ მიმავალი მანქანის უეცარ დამუხრუჭებას, იმავე ქმედებით ვერ უპასუხო და...

• შეინარჩუნე სიმშვიდე

თუ მოულოდენლად გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდი, სასწრაფოდ "ავარიულები" ჩართე და მშვიდად ეცადე სიტუაციის გამოსწორებას.

• აკონტროლე სიტუაცია არა მხოლოდ "ცხვირწინ". ხშირად ჩაიხედე სარკეში (არა გასაპრანჭად) და იმის საქმის კურსშიც იყავი რა ხდება გვერდით ზოლში.

• ნუ გერთობი! პირველ ეპატზე ეს აუცილებელი მოთხოვნაა. დროთა განმავლობაში კი შეგიძლია თავს მუსიკისა და რადიოს მოსმენის უფლება მისცე. რაც შეეხება მობილურს-ერთხელ და სამუდამოდ აუკრძალე საკუთარ თავს საჭესთან ტელეფონით სარგებლობა.

მინი აფთიაქი

მახსოვს, ბავშვობაში, ყოველთვის მიკვირდა, რატომ ჰქონდა ბაბუაჩემს მანქანაში ყავისფერი ყუთი, რომელზეც თეთრი ჯვარი იყო გამოსახული. როგორც ახლა ვხვდები, მასში პირველადი მოხმარების წამლები ელაგა...

ეს ყუთი მას მერე აღარ მინახავს, არადა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ისევე აუცილებელია ავტომობილში პატარა აფთიაქის ქონა, როგორ ღვედის შეკვრა.

როდესაც მართვის მოწმობისთვის გამოცდებს ვაბარებდი, ყველა ბილეთის ბოლო საკითხი იმას ეხებოდა, როგორ უნდა აღმოგვეჩინა პირველადი დახმარება ავტოავარიაში დაზარალებულთათვის, მაგრამ კრიტიკულ დროს აფთიაქის ძებნას აზრი არ აქვს.

აქვე იმ აუცილებელ ატრიბუტიკას ჩამოგითვლი, რომელთა არქონის შემთხვევაში საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში მძღოლი სოლიდურად ჯარიმდება

* სისხლდენის შესაჩერებელი "ჟგუტი";

* ბინტი;

* მარლის სტერილური ხელსახოცები;

* პლასტირი;

* ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებელი აპარატი;

* მარკატელი;

* ხელთათმანი ქირურგიული.

და მაინც, რა არ უნდა გააკეთო არასდროს, თუკი ავტოავარიის მონაწილე ან თვითმხილველი გახდები. სასტიკად აკრძალულია:

* გულწასული ადამინიასთვის სახეზე წყლის შესხმა, გალაწუნება, ნიშადურის სპირტის გამოყენება;

* დამწვრობისას, ჭრილობაზე ნებისმიერი სახის კრემისა თუ ცხიმის წასმა;

* ცხვირიდან სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევა და ნესტოებში ბამბის გაკეთება;

* მუცლის ტრავმის დროს წყლის დალევა ან სიარული

მოტეხილობის შემთხვევაში სხეულის ამა თუ იმ ნაწილის თავდაპირველი ფორმის აღდგენის მცდელობა;

* საჭმლის გადაცდენის შემთხვევაში ბეჭებზე ხელის დარტყმა;

იცოდი?

მსოფლიო სტატისტიკა მეტყველებს, რომ ქალები მანქანის მართვას 18-25 წლის ასაკში სწავლობენ და ხშირად შეცდომებსაც უშვებენ. ალბათ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამაკაცები ბუზღუნებენ-"ეუჭველი ქალი ზის"...

30 წლის ქალი კი ისე მართავს მანქანას, ბევრ კაცს რომ შეშურდება.

ჟურნალი "და ქალი"