სექსუალური Top-ვარსკვლავების სია Victoria’s Secret-ის მიხედვით (ფოტო+ვიდეო) - Marao

სექსუალური Top-ვარსკვლავების სია Victoria’s Secret-ის მიხედვით (ფოტო+ვიდეო)

2014-08-04 17:01:41+04:00

ცნობილმა მოდურმა ბრენდმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ვარსკვლავი ქალები დაასახელა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სია რამდენიმე დღის წინ მოდური ბრენდის მაღაზიაში პაულ სთრითზე, სან-ფრანცისკოში გამოაქვეყნეს. წელს, სექსუალური კონკურსი გაიმართა დევიზით "რაც ნაკლებია, მით უკეთესი".

მაშ, როგორ ესმის სექსუალურობა ყველაზე სექსუალურ ბრენდს 2014 წელს? რეიტინგში მოხვდნენ ჰოლივუდის ყველაზე ცხელი და შთამბეჭდავი ქალები, რომლებიც ცხოვრების უბრალო, მაგრამ მტკიცე წესს მისდევენ. შერჩევისას აქცენტი ბუნებრივ სილამაზეზე გაკეთდა. ყველა ქალი, რომელიც ამ საპატიო სიაში მოხვდა, სექსუალურობას მინიმალური ძალისხმევისა და განსაკუთრებული ხრიკების გარეშე აღწევენ.

გთავაზობთ Victoria’s Secret-ის მიერ გამოვლენილ ყველაზე სექსუალურ ქალბატონთა სიას:

ყველაზე სექსუალური მსახიობი: მარგო რობი

ყველაზე სექსუალური ფეხები: ემბერ ჰერდი

ყველაზე სექსუალური სხეული ბიკინიში: ჯენა დევან ტატუმი.

ყველაზე სექსუალური თმა: ლილი კოლინზი

ყველაზე სექსუალური ღიმილი: ტეილორ სვიფტი

ყველაზე სექსუალური ტუჩები: ემილია კლარკი

ყველაზე სექსუალური იუმორის გრძნობის მქონე ქალი: ზოი დეშანელი

ყველაზე სექსუალური დედა: ჯესიკა სიმპსონი

ყველაზე სექსუალური მომღერალი: ელი გულდინი

ყველაზე სექსუალური საერთაშორისო იმიჯი: ლილი ჯეიმსი

ყველაზე სექსუალური ზაფხულის ბრწყინვალება: ბლეიკ ლაივლი

ყველაზე სექსუალური ქუჩის სტილი: ალექსა ჩანგი

ყველაზე სექსუალურ მსახიობთა ნაკრები ტელესერიალში: "ვამპირის დღიურები"

ყველაზე სექსუალური მოკლე ვარცხნილობა: ჯენიფერ ლოურენსი

ყველაზე სექსუალური სპორტული სტილი: ჯესიკა ბილი

ყველაზე სექსუალური ბუნებრივი სილამაზე: ნინა დობრევი

ყველაზე სექსუალური გამოხედვა: ჯენე აიკო

ყველაზე სექსუალური აღნაგობა: გაბრიელ იუნიონი

გარდა ამისა, ორ დამატებით ნომინაციაში ქალბატონები გამოავლინეს თაყვანისმცემლებმა:

ყველაზე სექსუალური სელფი: ჯიჯი ჰადიდი

ყველაზე სექსუალური სოციალური ვარსკვლავი: შეი მიტჩელი

აღსანიშნავნია, რომ წელს სექსუალური ვარსკვლავების სიაში არ მოხვდნენ რიანა, ბიონსე, შაკირა, კარდაშიანი და სხვანი... რადგან ამჯერად აქცენტი ბუნებრივ სილამაზეზე იყო გაკეთებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მასალის წყარო: CNN