12 აგვისტოს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი, ოსკარის მფლობელი მსახიობი რობინ უილიამსი.
დიდი მსახიობი ასევე ცნობილი იყო თავისი შოუებით, სადაც ვირტუოზულად აკეთებდა ხმების იმიტაციას. სანამ სპეციალისტები იკვლევენ უილიამსის სიკვდილის მიზეზებს (პირველადი ვერსიით მან თავი მოიკლა), კარგი იქნება, გავიხსენოთ რამდენიმე ციტატა მისი მრავალრიცხოვანი ინტერვიუებიდან.
1) მსოფლიოს ქალები რომ მართავდნენ, ომი არ იქნებოდა. იქნებოდა მხოლოდ ძალიან დაძაბული მოლაპარაკებები 28 დღეში ერთხელ.
2) არასდროს იკამათოთ ულამაზო ხალხთან, მათ ხომ დასაკარგი არაფერი აქვთ.
3) ''გაყრა'' ლათინურიდან რომ თარგმნოთ ნიშნავს, მამაკაცი დატოვო გენიტალიების გარეშე მისი საფულის მეშვეობით.
4) პრობლემა იმაშია, რომ ღმერთმა მამაკაცები ტვინის და პენისის მოცემით იმდენი რაოდენობის სისხლითაც ''დაგვასაჩუქრა'', რომ ჩვენ შეგვიძლია მონაცვლეობით მხოლოდ ერთი ორგანოს გამოყენება.
5) მთლიანად თავისუფალი ადამიანი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ძილში. ასე იყო ყოველთვის და მუდამ ასე იქნება.
სრულად იხილეთ: reitingi.ge