ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ისე, რომ ერთნი ირგვლივ ყველას მოსწონს, თანაც ისე, რომ ისინი ამისათვის არაფერს განსაკუთრებულის არ აკეთებენ, ხოლო მეორენი, მიუხედვად დიდი ძალისხმევისა, ვერ მოიპოვებენ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას?
პოპულარული ბესტსელერის - "იფიქრე და გამდიდრდი" - ავტორმა, ნაპოლეონ ჰილმა ჩამოაყალიბა ადამიანების 14 ჩვევა, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ გარშემომყოფები.
ისინი ქმნიან პოზიტიურ ფსიქოლოგიურ განწყობას და გარშემომყოფებსაც მუხტავენ ამით.
ბევრად მარტივია იყო ცინიკოსი და პესიმისტი. მაგრამ ასე კარგ რეპუტაციას ნამდვილად ვერ შეიქმნი. ხოლო პოზიტიური განწყობა, პირიქით, ეჭვგარეშეა, რომ მოგაპოვებინებს ადამიანთა კეთილგანწყობას.
ასეთი ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულები არიან იმაში, რასაც ამბობენ. ამიტომაც მათი საუბარი, როგორც წესი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რაც ხმასაც სასიამოვნო ჟღერადობას სძენს.
გადაჭარბებული ემოციური რეაქცია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ადამიანზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. დაიმახსოვრეთ, რომ ხშირად დუმილი ბევრად ეფექტურად აწვდის მოსაუბრეს ინფორმაციას, ვიდრე უარყოფითი ემოციებით დატვირთული სიტყვები.
სიტყვებისა და ქმედებების ადგილის განსაზღვრა – ეს უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც აფასებენ ადამიანებში.
ადამიანები, რომლებიც ჩაკეტილები არიან ახალი იდეებისთვის და მხოლოდ თანამოაზრეთა აზრს უჭერენ მხარს, ხელიდან უშვებენ იმის შანსს, რომ არა მხოლოდ გაიზარდონ პიროვნულად, არამედ პროფესიონალურადაც.
ჰილი ამტკიცებს, რომ ამერიკის პერზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ყველაზე ძვირფასი საკუთრება იყო მისი არაჩვეულებრივი, მილიონ დოლარიანი ღიმილი. სწორედ ეს იყო ხშირად იმის მიზეზი, რომ თანამოსაუბრენი თავისდაუნებურად მასთან გახსნილები იყვნენ.
ასეთმა ადამიანებმა იციან, რომ არ ღირს ადამიანებისთვის გულისტკენა შენი მოსაზრების თქმით, თუნდაც ეს მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს იყოს.
ზოზინი და საქმის ნელა კეთება – ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ გეშინიათ მოქმედებების. რაც თავის მხრივ თქვენი არასაკმარისი ეფექტურობის მაჩვენებელია.
ასეთი ადამიანები ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან, ისე, რომ სამაგიეროდ არაფერს ელიან.
ადამიანებს უყვართ ისინი, ვისაც შეუძლია ღირსეულად მიიღოს და გადაიტანოს მარცხი. წარმატებული ადამიანები მადლობას უხდიან ბედს ცხოვრებისეული სიბრძნისთვის, რომელიც მათ წარუმატებლობამ და მარცხმა მიაღებინა.
გარშემომყოფებისთვის გამორჩეულად სიმპათიურია ადამიანი, რომელიც ისე ურთიერთობს მეორე ადამიანთან, თითქოს სურს, რომ მთლიანად შეიცნოს ის. და ამიტომაც ყოველთვის აძლევენ იმისა საშუალებას, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი.
ისინი არ უშვებენ შანსს ხელიდან, რომ შეაქონ ადამიანები, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ქება ნამდვილად დამსახურებულია.
წარმატებული ადამიანებს თავი არ მოაქვთ იმისათვის, რომ სხვების კეთილგანწყობა მოიპოვონ. გარშემომფებს ისინი ისეთები მოსწონთ, როგორებიც სინამდვილეში არიან. მათი საიდუმლოებებიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე, საქციელსა და რეპუტაციაზე. ხოლო იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც მას უარყოფით მხარეებზე მიუთითებენ, ეხმარება მათ შეუჩერებლად გააგრძელონ პიროვნული ზრდის პროცესი.