ყველასთვის ცნობილია, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. განსაკუთრებული სიფრთხილე ღია ფერის, ნაზი კანის მქონე ადამიანებს მართებთ. შეეცადეთ, მზეზე არ დაიწვათ.
მზეზე დამწვრობის ერთ-ერთი უსიამოვნო შედეგია მელანომა - ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხშირად ჩვეულებრივი ხალის ადგილზე ვითარდება.
ნაკლებსახიფათო პრობლემაა ასაკობრივი ლენტიგო, რომელიც მზის აბაზანების მოყვარულებს ახალგაზრდობაშივე უვითარდებათ. დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ 25-30 წლის ასაკში იჩენს თავს: ეს გახლავთ ჰიპერპიგმენტური ლაქები სხეულის ღია მონაკვეთებზე - სახეზე, მხრებზე, ხელებზე, ყელზე, დეკოლტეს ზონაზე.
ზომიერი, თანაბარი ნამზეური. გაირუჯეთ მცირე ულუფებით, რაც უფრო ღია კანი გაქვთ, მით უფრო ცოტა ხანს უნდა იყოთ მზეზე.
გარუჯვისთვის იდეალური დროა დილის 11 საათამდე და საღამოს 16 საათის შემდეგ.
ჰელიოთერაპიის სეანსები უმჯობესია, ჩრდილში მოაწყოთ. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, აქტიური დასვენებისას კანი უფრო თანაბრად ირუჯება, უფრო აქტიურად მიმდინარეობს ბიოქიმიური პროცესები, რაც კიბოს საწინააღმდეგო იმუნიტეტს აძლიერებს.
რაც მთავარია, პლაჟზე აქტიური თამაშისას ჩაძინების საფრთხე არ გემუქრებათ, შესაბამისად არც მზისგან
დაფუთქული გაიღვიძებთ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)