დააკვირდით ფოტოს და შეიტყვეთ, აგიხდებათ თუ არა სურვილი - Marao

დააკვირდით ფოტოს და შეიტყვეთ, აგიხდებათ თუ არა სურვილი

2014-08-18 11:49:51+04:00

დააკვირდით ფოტოს. რა დაინახეთ პირველად? თუ ყველაფერს ხედავთ, აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და წაიკითხეთ პასუხი:

სახე - საყვარელი ადამიანი საჩუქარს გაგიკეთებთ.

ძაღლი - ძლიერი უნდა იყოთ, მოსალოდნელია მცირე დაბრკოლებები.

წყალი - შორეული ნათესავებისგან, დიდი ხნის უნახავი მეგობრებისგან სასიამოვნო ამბებს მიიღებთ.

ხრამი - თქვენზეა დამოკიდებული, მიიღებთ სიტუაციას ისე, როგორც არის, დატოვებთ როგორც არის თუ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებთ.