ბრიტანელმა ფსიქოლოგმა პეტ ჰარისმა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგის საფუძველზე განაცხადა, რომ ქალის პირადი ჰოროსკოპი და ბავშვის ჩასახვა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ფსიქოლოგი წერს: "გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალებს, რომლებმაც იცოდნენ არა მხოლოდ თავიანთი დაბადების თარიღი, არამედ დაბადების ზუსტი დრო - საათი, წუთი - და ითვალისწინებდნენ ასტროლოგთა რჩევებს ბავშვის ჩასახვის შესახებ, თითქმის ყოველთვის უჩნდებოდათ შვილი.
ასტროლოგიური მეთოდებით ბავშვის ჩასახვის დაგეგმვის მაჩვენებელი დაუგეგმავად ჩასახვის მაჩვენებელს ოცდასამი პროცენტით აჭარბებს".
შარშან გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ორი უშვილო წყვილის ისტორია, რომლებმაც ინგლისში მცხოვრებ სამხრეთ აფრიკელ ასტროლოგ ქალბატონს, ნიკოლ სმიტს რჩევისათვის მიმართეს.
ორივე წყვილს ასტროლოგმა გამოუთვალა პერიოდები, როდესაც ბავშვის ჩასახვის ალბათობა მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო... ორივე წყვილს ეყოლა დიდი ხნის ნანატრი შვილი.
ფსიქოლოგი პეტ ჰარისი მიიჩნევს, რომ მეცნიერებმა ასტროლოგია კიდევ უფრო სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ, რადგან ამ დისციპლინამ ბევრი პრობლემის ეფექტიანად გადაჭრის მეთოდები უკვე დიდი ხანია იცის და ეს ვლინდება თუნდაც, ფერტილურობის (ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა) პერიოდების განსაზღვრაში.
ასტროლოგი რამაზ გიგაური
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)