ის, რაც სამზარეულოში მოგეპოვებათ შეიძლება ძვირად ღირებულ კრემებზე ათასჯერ უკეთესი შედეგის მომცემი იყოს. სცადეთ, ზიანს არ მოგიტანთ და მათ ეფექტიანობაში თავად დარწმუნდებით.
შვრიის ფანტელს დამატენიანებელი ეფექტი აქვს. შეურიეთ ერთმანეთში ცოტა თაფლი, ლიმონის წვენი და შვრიის ფანტელი, გამოგივათ ნიღაბი, რომელიც კანს დაგიტენიანებთ და დაგიმშვიდებთ.
კვერცხის ცილა კანზე ფორებს ამცირებს. ცილის ნიღაბი კი კანს გაგიახალგაზრდავებთ.
თვეში ერთხელ თმაზე ძმარი შეისხურეთ და ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ თმას ხარისხი გაუმჯობესდა და უფრო მბზინვარე გახდა.
თაფლი და შაქარი ატენიანებს და ამკვრივებს კანს. შეურიეთ ერთმანეთში შაქარი და თაფლი (1:1) და საუკეთესო სკრაბი გამოგივათ. რომელიც მოგაშორებთ მკვდარ, გაუხეშებულ კანის ნაწილაკებს, დაგიტენიანებთ და გაგიმკვრივებთ კანს.
თუ თმის გაღიავება გაქვთ გადაწყვეტილი, ლიმონის წვენს შეურიეთ წყალი (1:1) და შეისხურეთ თმაზე. ასევე შეგიძლიათ გაიუფერულოთ პიგმენტური ლაქები სახესა და დეკოლტეს ზონაში. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ამგვარი პროცედურის ჩატარებას არ გირჩევთ.
დაფქვილი ყავა ცელულიტთან საბრძოლველად გამოგადგებათ, იგი სკრაბივით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.
ჩაის დალევის შემდეგ ერთჯერადი ჩაის პაკეტები არ გადაყაროთ. 10 წუთით გაიჩერეთ თვალებზე. თვალები დაისვენებს და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
სახის გასაწმენდად `ასპირინისა~ და თაფლის ნარევი გამოიყენეთ (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ). წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ნიღაბი სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. კანი გაახალგაზრდავდება სიწითლეც გაქრება და ნაოჭებიც შემცირდება.
ზეითუნის ზეთი კანის საუკეთესო მკვებავი და დამატენიანებელია. იგი შეგიძლიათ ტანის სკრაბში შეურიოთ და ისე გამოიყენოთ. ამასთანავე, იგი საუკეთესოა თვალისა და სახის კანიდან მაკიაჟის მოსაშორებლად. ერთდროულად თან წმენდს, თან ატენიანებს კანს.
სოდა და მარწყვი (მარწყვი ზამთარში შეგიძლიათ ლიმონით შეცვალოთ) კბილებს გაგითეთრებთ. ამისათვის მარწყვი და სოდა ერთმანეთში უნდა შეურიოთ (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ) კბილის პასტით ან თითით წაისვით მიღებული მასა კბილებზე და 5 წუთი გაიჩერეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ და უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ შედეგს მიიღებთ, კბილები რამდენიმე ტონით გათეთრდება.