ეს რჩევები სპეციალურად მათთვის შევკრიბეთ, ვისაც სახლის დალაგება არ უყვარს, ეზარება. დღეიდან ნივთებისა და სახლის მოწესრიგება სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ბლენდერის გასასუფთავებლად
ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
რბილ იატაკზე ლაქების მოსაშორებლად
ერთმანეთში შეურიეთ სოდა და წყალი. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს, დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
შეაგროვეთ მინის ნამსხვრევები
ნამსხვრევების ხელით აკრეფა რომ არ შეიძლება, ეს ყველამ იცის. ამიტომ მათ ასაკრეფად თეთრი პურის გული გამოიყენეთ.
განაახლე ავეჯი
ტყავის ავეჯის განახლებაში ფეხსაცმლის კრემი დაგეხმარებათ. წაუსვით ნაკაწრებში და ისინი გაქრება.
გაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა
მანქანის ზედა თაროზე მოათავსეთ ძმრიანი ჭიქა, ჩართეთ უმაღლეს ნიშნულზე. შემდეგ ფსკერზე მოაყარეთ სოდა და კვლავ ჩართეთ მანქანა.
მატრასის სწრაფი გაწმენდა
პულველიზატორში ჩაასხით არაყი (სპირტი), თანაბრად შეასხურეთ მთელ მატრასს და მზეზე გაიტანეთ გასაშრობად. ალკოჰოლი გაანადგურებს ცუდი სუნის გამომწვევ ყველა მიკრობს.
სარეცხი ღრუბლის დეზინფიკაცია
რამდენიმე წუთით მოათავსეთ ღრუბელი მიკროტალღურ ღუმელში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ეს მეთოდი ბაქტერიების 99 პროცენტს ანადგურებს, მაგრამ ღრუბლის ხშირი ცვლაც ნუ დაგავიწყდებათ.
ფეხსაცმლის ან ხელთათმანის სწრაფად გასაშრობად
დახიეთ გაზეთები და ჩატენეთ ფეხსაცმელში (ხელთათმანებში). ხოლო თუ გაზეთი არ გაქვთ, მის შესაცვლელად ბრინჯიც გამოგადგებათ.
ცხიმს ცარცი მოაშორებს
თუ საყვარელ კაბას ცხიმის ლაქის გამო ვერ იცვამთ, პრობლემის მოგვარებაში ჩვეულებრივი ცარცი დაგეხმარებათ. წაუსვით ლაქას ცარცი და მის მოსაშორებლად სველი ნაჭერი გამოიყენეთ. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
რბილი ავეჯის დროც დადგა
პულველიზატორში მოათავსეთ სპირტი და თანაბრად შეასხურეთ მთელ რბილ ავეჯზე, შემდეგ რბილი ღრუბელი გადაუსვით და ბოლოს უხეში ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ.
ხალიჩის გასუფთავება
შეურიეთ 2/3 წყალი და 1/3 ძმარი. მიასხურეთ ხალიჩის დალაქავებულ ადგილზე, დააფარეთ სველი ნაჭერი და გააუთოეთ.