კბილების გათეთრება ლიმონითა და სოდით - Marao

კბილების გათეთრება ლიმონითა და სოდით

2020-06-10 11:13:25+04:00

სოდისა და ლიმონის გამოყენებით კბილების 2-3 ტონით გათეთრება შეგიძლიათ.

ამისათვის სოდას დაასხით ლიმონის რამდენიმე წვეთი (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ), მოათავსეთ ბამბის ტამპონზე და წაისვით კბილებზე (შეგიძლიათ თითითაც წაისვათ).

გაიჩერეთ 5 წუთი, გამოივლეთ თბილი წყალი და შემდეგ ჩვეულებრივად გაიხეხეთ კბილები. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ და უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ კბილები უმტკივნეულოდ და მარტივად გაგითეთრდებათ.

პროცედურა უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, წვენთან ერთად სოდას ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრაც შეურიეთ. იგი პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს ებრძვის და უსიამოვნო სუნსაც გაგიქრობთ.

ზაფხულში ლიმონის მაგივრად შეგიძლიათ საშუალო ზომის დაჭყლეტილი მარწყვი გამოიყენოთ.