როდესაც სახის კანის მოსავლელი პროცედურების ჩატარებას იწყებთ, არც ტუჩები უნდა დაივიწყოთ, ისევე, როგორც სახის კანზე, ტუჩებზეც მოქმედებს ატმოსფერული მოვლენები - მზე, ქარი... ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი.
თუ ტუჩები გამომშრალი გაქვთ, აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანი დასკდება, აიქერცლება და ამ ხარვეზს ყველაზე ხარისხიანი პომადაც კი ვერ დაფარავს.
• ტუჩებს არბილებს ხაჭოს ნიღაბი. ხაჭო წაისვით ბაგეზე და 10 წუთის შემდეგ მოიწმინდეთ.
• ქარში ტუჩები რომ არ დაგისკდეთ, კიტრის ან სტაფილოს წვენში არეული თაფლის, არაჟნისა და ხაჭოს ნაზავი დაიდეთ. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ და მცენარეული ზეთი გადაისვით.
• თუ ბაგეზე კანი დამსკდარი გაქვთ, გახეხილ ვაშლში აურიეთ 1 ჩ/კ კარაქი და ნაზავი 15-30 წუთით გაიჩერეთ. ეს ნიღაბი აუცილებლად დაგირბილებთ ტუჩებს.
• თუ ამგვარი ნიღბის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, მაშინ, უბრალოდ, თაფლი გამოიყენეთ.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)