მჟავე კომბოსტოს ოთხდღიანი დიეტა - Marao

მჟავე კომბოსტოს ოთხდღიანი დიეტა

2014-09-10 16:12:03+04:00

თუ გსურთ ეფექტურად დაიკლოთ წონაში და ამასთან, ისე, რომ ვიტამინებით გაიმდიდროთ ორგანიზმი, ეს დიეტა თქვენთვის არის. ოთხდღიანი დიეტა სამჯერად სრულფასოვან კვებას მოიცავს.

პირველი დღე

საუზმე: 175 გრ უცხიმო ხაჭო, ერთი ნაჭერი ჭვავის პური.

სადილი: 200 გრ მჟავე კომბოსტო, 100 გრ შემწვარი ღორის ხორცი, შემწვარი მსხალი.

ვახშამი: 150 გრ მჟავე კომბოსტოს, 4 ბოლოკის, 1/2 თეთრი თალგამისა და 1/2 კიტრისგან მომზადებული სალათა. მოასხით 75 გრ იოგურტისა და 1 ჩაის კოვზი გატარებული ნიგვზისგან მომზადებული სოუსი.

მეორე დღე

საუზმე: ბანანი და 150 გრ უცხიმო იოგურტი, ზემოდან მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შვრიის ბურღული.

სადილი: მოამზადეთ წვნიანი: 100 მლ ბულიონი (კუბების) და 50 მლ ვაშლის წვენი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ მასში წვრილად დაჭრილი 2 ტკბილი წიწაკა და 200 გრ მჟავე კომბოსტო.

ვახშამი: 200 გრ მჟავე კომბოსტოსა და 150 გრ შემწვარი ორაგულის ფილესგან მომზადებული სალათა, ზემოდან მოასხით ლიმონის წვენი.

მესამე დღე

საუზმე: ფორთოხლისა და 150 გრ ხაჭოსგან მომზადებული სალათა (ზემოდან მოაყარეთ გარჩეული მზესუმზირა).

სადილი: 150 გრ შემწვარი თევზი და 150 გრ მჟავე კომბოსტო.

ვახშამი: 3 კარტოფილისგან მომზადებული ოლადები და 100 გრ კომბოსტოს მწნილი.

მეოთხე დღე

საუზმე: ჭვავის პური, 30 გრ ყველი და ერთი ვაშლი.

სადილი: 200 გრ მჭლე საქონლის ხორცი, 150 გრ კომბოსტოს მწნილი და ანანასი – ყველაფერი ერთად მოთუშეთ.

ვახშამი: 3 პომიდვრის, 100 გრ კომბოსტოს მწნილისა და 125 გრ საქონლის ხორცისგან მომზადებული სალათა.