როგორ დავამზადოთ ჯადოსნური ნიღბები ქოქოსის ზეთით? - თავად სცადეთ - Marao

როგორ დავამზადოთ ჯადოსნური ნიღბები ქოქოსის ზეთით? - თავად სცადეთ

2014-09-15 10:30:28+04:00

ქოქოსის ზეთში შეგიძლიათ არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაუმატოთ და დამატენიანებელი კრემის ნაცვლად, ბანაობის შემდეგ სახეზე წაისვათ. იგი საუკეთესოდ ატენიანებს და კვებავს კანს.

თუ საპარსი ქაფი დაგიმთავრდათ, იგი შეგიძლიათ ქოქოსის ზეთით ჩაანაცვლოთ.

ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიული თვისებებით ფასობს. კბილების გამოხეხვის შემდეგ 1 ჩ/კ ზეთი პირში ჩაიგუბეთ და დიდხანს ივლეთ.

თავის დაბანამდე 1 საათით ადრე თმაზე წაისვით ქოქოსის ზეთი (შეგიძლიათ არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ), თავი შეიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ ქუდი დაიფარეთ. იგი კვებავს, ბზინვარებას ანიჭებს და აძლიერებს თმას.

ქოქოსის ზეთი საუკეთესოა სახის კანისთვის: კვებავს, არბილებს, ამშვიდებს, ატენიანებს. უკეთესი ეფექტის მისაღებად, უმჯობესია, გამოყენებამდე ქოქოსის ზეთი ბლენდერით ან მიქსერით ათქვიფოთ (შეგიძლიათ არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ). ათქვეფილი ზეთი მაცივარში უნდა შეინახოთ.

ზაფხულში ქოქოსის ზეთი საუკეთესო ”მალამოა” მზისგან დამწვარი კანისთვის.

ქოქოსის ზეთი იდეალურად შეცვლის მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეს.

თუ მტვრევადი ან პრობლემური ფრჩხილები გაქვთ, რეგულარულად შეიზილეთ ფრჩხილებსა და ნუნებში ქოქოსის ზეთი.

თუ თმის გელი დაგიმთავრდათ, მცირე რაოდენობის ქოქოსის ზეთი ნამიან თმაზე შეიზილეთ და ხვეული თმის ეფექტი მთელ დღეს შეგინარჩუნდებათ.