140-150 სმ - ჭკვიანი და მუდამ ჩაფიქრებული ხართ. რა თქმა უნდა, საღად მოაზროვნეც. თქვენი აზრები და იდეები – ყველაზე მნიშვნელოვანია. გიყვართ ყველაფრის მარტოობაში გაანალიზება.
ინტრავერტი ხართ. მხოლოდ ისეთ ადამიანებთან გრძნობთ თავს კარგად, ვისაც ფიქრი და განსჯა შეუძლია. არასოდეს ხართ ზედაპირული. ბევრ დროს ხარჯავთ მორალზე ფიქრში. ცდილობთ, გააკეთოთ მხოლოდ ის, რასაც მართებულად თვლით მაშინაც კი, თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ გეთანხმებოდეთ.
150-160 სმ - უნიკალური, გამჭრიახი და ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანი ხართ. თქვენს სიახლოვეს თქვენი მსგავსიც კი არავინაა. ინტუიციური და ცოტათი უცნაურიც ხართ. ამიტომაც ხშირად არასწორად ესმით თქვენი, რასაც მტკივნეულად განიცდით. საკუთარი სივრცე გჭირდებათ, რადგან თქვენი შემოქმედებითი ნიჭი უნდა განვითარდეს ისე, რომ არავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი. თქვენ ხართ ადამიანი, ვინც გარკვევით არჩევს ცხოვრების მუქ და ნათელ ფერებს. ძალიან ემოციური ხართ.
160-170 სმ - საინტერესო ადამიანი ხართ. გიყვართ სხვებზე ზრუნვა. მხოლოდ კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსი გჯერათ და მარტივად იღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ადამიანებში ნდობას და სიმპათიებს იწვევთ. კაშკაშა, სხარტი და გონებამახვილი ბრძანდებით. დიმიდენტი ხართ, რომელთანაც ყოველთვის მოინახება საინტერესო მოსაყოლი ამბავი.
170-180 სმ - საკუთარ თავში დარწმუნებული და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. თქვენი პრინციპია "თავად გავაკეთებ". მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. იცით, როგორ დარჩეთ ძლიერი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც გიყვართ. იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან და არ გეშინიათ მიზნისკენ სვლა. ერთადერთი, რასაც ადამიანებისგან ითხოვთ, ის არის, რომ გულწრფელები იყვნენ თქვენთან. თქვენ ყველანაირი სიმართლისთვის ხართ მზად.
180-190 სმ - კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რომელსაც მარტივად შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება. ბევრი მეგობარი გყავთ, ძალიან გიყვართ მათი ცხოვრების გალამაზება. თბილი და ნათელი აურა გაქვთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. ყოველდღე იმას ფიქრობთ, როგორ გახდეთ უკეთესი. გსურთ იყოთ საინტერესო, გამჭრიახი და უნიკალური. გესაჭიროებათ სიყვარული იმაზე მეტად, ვიდრე ვინმეს დედამიწაზე. მზად ხართ, ისინიც კი შეიყვაროთ, ვისაც თქვენ არ უყვარხართ.
190 სმ და მაღლა - ბედნიერი და აუმღვრეველი ადამიანი ხართ, ყველას ყურადღებით უსმენთ და არავის განსჯით. თვლით, რომ ყოველ ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს. მარტივად იღებთ ცხოვრებაში როგორც მოვლენებს, ასევე ადამიანებს. სტრესგამძლე ხართ და იშვიათად შფოთავთ. როგორც წესი, გაწონასწორებული და მშვიდი ხართ. დროსტარების მოტრფიალე ბრძანდებით, თუმცა არასოდეს უხვევთ გზიდან.