როგორ გავარკვიოთ, გოგო გვეყოლება თუ ბიჭი? - Marao

როგორ გავარკვიოთ, გოგო გვეყოლება თუ ბიჭი?

2014-09-25 12:48:06+04:00

კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი ხალხური ნიშანი დაგროვდა მომავალი ბავშვის სქესის გასარკვევად. აი, რამდენიმე ნიშანი იმისა, გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი:

თქვენ გეყოლებათ ბიჭი, თუ...

- არ გაქვთ დილის გულისრევები ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

- ნაყოფის გულისცემა წუთში 140 დარტყმაზე ნაკლებია.

- მუცელი წინ უფრო წამოწეულია და დაბლაა ჩამოწეული.

- მუცელი მრგვალია, როგორც კალათბურთის ბურთი.

- მკერდის კერტებს ირგვლივ გაგიჩნდათ მეჭეჭების მსგავსი ამობურცულობები.

- გინდებათ მარილიანი და მჟავე საკვები.

- გინდებათ ცილოვანი საკვები – ხორცი, რძე ან ყველი.

- ფეხები იმაზე ცივი გაქვთ, ვიდრე ორსულობამდე გქონდათ, ან ხშირად გეყინებათ.

- ფეხებზე თმა იმაზე სწრაფად გეზრდებათ, ვიდრე ორსულობამდე.

- ხელისგულები გიშრებათ.

- ორსულობის პერიოდში, ისევე როგორც თქვენ, ქმარიც იმატებს წონაში.

- ძალიან გიხდებათ ფეხმძიმობა.

- შარდის შეფერილობა – ღია-ყვითელია.

- ყნოსვა გამძაფრებული გაქვთ.

- თუ საქორწინო ბეჭედს ძაფზე ჩამოჰკიდებთ და მუცლის ზემოთ დაიკავებთ, ის წრეზე ტრიალს დაიწყებს.

თქვენ გეყოლებათ გოგო, თუ...

- ორსულობის პირველ ტრიმესტრში დილაობით გაქვთ გულისრევა ან გულისრევის შეგრძნება.

- ნაყოფის გულისცემა წუთში 140 დარტყმაზე მეტია.

- წონაში იმატებთ ძირითადად თეძოებსა და ბარძაყებზე.

- მარცხენა მკერდი უფრო გაგეზარდათ, ვიდრე მარჯვენა.

- თმაში ჟღალი ტონები შეგერიათ.

- მუცელი მაღლა მდებარეობს და მას ნესვისებური ფორმა აქვს.

- გინდებათ ტკბილი ან ხილი (განსაკუთრებით, ფორთოხალი და სხვა ციტრუსები);

- ორსულობამ არ გაგალამაზათ.

-  ხშირად გიფუჭდებათ ხასიათი.

- მკერდი საგრძნობლად გაგეზარდათ.

- სახის კანი ძალიან გამოგიშრათ.

- შარდის ფერი – მღვრიე და ღია-ყვითელია.

- თუ საქორწინო ბეჭედს ჩამოჰკიდებთ ძაფზე და დაიკავებთ მუცელზე, ის გარდიგარდმო იქანავებს.

ასევე იხილეთ:

გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი - სქესის განსაზღვრა იაპონური დიაგრამით