ჰოლივუდის მთავარი სასიძო და ადვოკატი ამალ ალამუდინი 27 სექტემბერს, ვენეციაში დაქორწინდნენ.
53 წლის მსახიობი და 36 წლის ადვოკატი 2013 წლის ოქტომბრიდან ხვდებიან ერთმანეთს, ამ წლის აპრილში კი მათ ოფიციალურად გამოაცხადეს ნიშნობის შესახებ.
WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის იურიდიულ კონსულტანტთან, ამალ ალამუდინთან შეხვედრამდე, კლუნი ერთხელ იყო დაქორწინებული, მსახიობ ტალი ბელსამზე. ისინი 1993 წელს განქორწინდნენ და ამის შემდეგ ქლუნს უამრავ ცნობილ ქალთან ჰქონდა რომანი – მსახიობებთან: რენე ზელვეგერთან, კელი პრესტონთან, ჯულია რობერტსთან და მოდელებთან: სინდი კროუფორდთან და ელიზაბეტ კანალისთან.
და მაინც... ვინ არის ამალ ალამუდინი?
ამალ რამზი ალამუდინი – წარმოშობით ლიბიელი, წარმატებული ბრიტანელი ადვოკატია – მან სახელი გაითქვა, როგორც WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატმა. ასევე, ამალი იცავდა სასამართლოზე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ინტერესებს.
ამალი 1978 წლის 3 თებერვალს დაიბადა. მამა ბეირუთში, ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, ხოლო დედა – გაზეთ "ალ-ჰაიატის" რედაქტორი.
1980 წელს ლიბიაში მომხდარი სამოქალაქო ომის გამო ალამუდინების ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. 2000 წელს ამალმა ოქსფორდის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და ნიუ-იორკის იურიდიულ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.
კარიერა ამალმა ნიუ-იორკის საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Sullivan & Cromwell LLP-ში დაიწყო. ამის შემდეგ მან მოღვაწეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროკურატურის კანცელარიაში გააგრძელა.
ის სასამართლოში იცავდა ისეთი ცნობილი პირების ინტერესებს, როგორებიც იყვნენ ალ სენური (ლიბანის კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი), იულია ტიმოშენკო და ჯულიან ასანჟი. ასევე, გახლდათ ბაჰრეინის მეფის მრჩეველი.
2010 წლიდან ამალი "დაუთი-სთრით პალატის" საადვოკატო ბიუროში მუშაობდა.
2013 წლიდან გაეროს სპეციალური ელჩის, კოფი ანანის მრჩეველი გახდა.
ამალი თავისუფლად ფლობს არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.