რომელია ყველაზე საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები? - Marao

რომელია ყველაზე საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები?

2014-10-10 12:02:52+04:00

ბავშვს ძუძუს აღარ აწოვებთ ან უკვე 6 თვისაა, დედის რძე აღარ ჰყოფნის და ხელოვნურ კვებაზე გადადიხართ?

ამას აუცილებლად მოჰყვება მენსტრუალური ციკლის აღდგენა და თუ მეორე ბავშვის "მიყოლებას" არ აპირებთ, დროა, კონტრაცეფციის დამატებით საშუალებებზე დაფიქრდეთ.

კონტრაცეფციის სამ ძირითად ტიპს წარმოგიდგენთ, არჩევანი კი თავად გააკეთეთ.

ჰორმონალური საშუალებები

ჰორმონალური კონტრაცეპტივები ჩვეულებრივი აბებია, რომელთა შემადგენლობაში ესტროგენი ან პროგესტაგენური პრეპარატები შედის. მშობიარობიდან 6 თვეზე უფრო ადრე მათი გამოყენება არასასურველია, რადგან ისინი რძის გამომუშავებას მკვეთრად ამცირებს.

ვაგინალური საშუალებები

როგორც წესი, ამ ტიპში საშვილოსნოსშიდა სპირალი იგულისხმება. ის ორი სახისაა, ჰორმონალური შემცველობის და სპილენძის. პირველის გამოყენება მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ შეიძლება, მეორესი კი - 4 კვირის შემდეგ. რძის გამომუშავებაზე სპირალი არ მოქმედებს.

ეს საშუალება დღესდღეობით ყველაზე ეფექტური და რაც მთავარია, ხაგრძლივად გამოყენებადია. კონტრაცეფციის ეს მეთოდი 4-5 წლის განმავლობაში უწყვეტად მოქმედებს.

იხილეთ სრულად: mshoblebi.ge