1. ჰიდრომელი - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩ/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი.
დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. სასმელში არსებული ცე ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას და აგრეთვე, ამაღლებს იმუნიტეტს.
2. შვრიის კისელი - აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მუშაობას. აჯანსაღებს იმუნიტეტს. 3-ლიტრიან ქილაში მოათავსეთ 200 გრამ შვრია (შეგიძლიათ შვრიის ფანტელიც გამოიყენოთ); დაასხით 0,5 ჭიქა მაწონი, 1 ს/კ არაჟანი, 1.5 ლიტრი წყალი. ქილას გაუკეთეთ მარლის თავსახური და გააჩერეთ თბილ ადგილას, დასამჟავებლად. შემდეგ გადაწურეთ ჩაასხით ქვაბში და დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით, დალიეთ ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე 0,5 ჭიქა.
3. თაფლიან-დარიჩინიანი სასმელი - აქვს გამწმენდი თვისება, აჩქარებს მეტაბოლიზმს. ახშობს შიმშილის გრძნობას. 0,5 ჩ/კ დარიჩინს დასხით 200 მლ მდუღარე წყალი, შეგრილებულს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. ნახევარი ჭიქა დალიეთ ძილის წინ, მეორე ნახევარი დილით, უზმოზე.