youtube-ზე მომხმარებელმა ნიკოლოზ ლუტიძემ ვიდეო განათავსა, რომელზეც ასახულია დიალოგი მასსა და მძღოლ გოგონას შორის, რომელმაც მანქანა ტროტუარზე გააჩერა და ქვეითებისთვის გასავლელი ადგილი არ დატოვა.
ვიდეოს ავტორი ასეთი კომენტარით ავრცელებს ვიდეოს: "ვიდექი და ვსაუბრობდი ჩემთვის მშვიდად ბორდიურზე ახლობელთან ერთად. მომადგა და უკნიდან მომეჯახა.
თან, მეძახის, გაიწიე უნდა დავაყენოო. მე რა თქმა უნდა არ გავიწიე და კედლამდე მიმათრია".
იხილეთ ვიდეო