რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ ბუნებრივი კომპონენტებისგან თავის მოვლის ჯანსაღი და ეფექტური საშუალება თავად დაამზადოთ.
შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის
მის დასამზადებლად დაგჭირდებათ საპონი. უმჯობესია, ისიც ნატურალური (ნატურალური საპონი უნდა შეიცავდეს ეთერზეთს, გლიცერინსა და აბუსალათინის ზეთს) იყოს.
თუ ასეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ ბავშვის საპონი გამოიყენოთ. იგი უფრო რბილია, ვიდრე ძვირად ღირებული კოსმეტიკური საპნები. აიღეთ 50 გრამი საპონი, დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 200 თბილი წყალი (უმჯობესია, თუ გვირილის ნაყენს გამოიყენებთ) და წყლის აბაზანაზე დაადნეთ.
მიღებულ საპნის თხევად მასას დაუმტეთ თქვენი საყვარელი არომატის მქონე ეთერზეთის 20 წვეთი. ასეთი შამპუნი ერთ კვირას ძლებს. მისი შენახვა მაცივარში, ქვედა თაროზე შეგიძლიათ.
დაბოლოს, ეს შამპუნი, ზეთოვან ნიღაბსაც ჩამოგბანთ, თუ მისი გაკეთება თავის დაბანამდე გაქვთ გადაწყვეტილი.
ჟელატინის შამპუნი
ჟელატინის შამპუნის გამოყენების შემდეგ თმა საოცრად ჯანსაღდება, ეფექტს ერთ კვირაში შეამჩნევთ. 1 სადილის კოვზი ჟელატინი გახსენით თბილი წყლის 1/3-ში. გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ წყლის აბაზანაზე შემოდგით და მუდმივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. გააგრილეთ.
გაცივებულს დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასით შეგიძლიათ თმაც დაიბანოთ, ჩვეულებრივი შამპუნივით და შეგიძლიათ თმის ნიღაბივით გამოიყენოთ (15 წუთი გაიჩერეთ თავზე და ჩამოიბანეთ).
კვერცხის შამპუნი
საუკეთესოა საშუალებაა გამომშრალი და მტვრევადი თმისთვის. კვერცხის გული დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინს, სწორედ იგია საჭირო თმის მოსავლელად.
კვერცხის ორ გულს დაასხით 1 სადილის კოვზი წყალი და კარგად ათქვიფეთ. მკვრივი ქაფი უნდა მიიღოთ. შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. და თმაზე წყალგარეული ლიმონის წვენი გადაივლეთ, რათა თმა ადვილად დაიმორჩილოთ.
მდოგვის შამპუნი
ამ შამპუნს შეუძლია გაგიმაგროთ თმის ძირები და აგრეთვე, დააჩქაროს თმის ზრდის პროცესი. ერთ სადილის კოვზ მდოგვის ფხვნილს შეურიეთ 1 ს/კ ციფერი თიხა. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, რომ არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ. წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ეს შამპუნი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს, მშრალთმიანთათვის კი მისი გამოყენება დაუშვებელია.