ვარჩევთ საჩუქარს სახლიდან გაუსვლელად - giftarea.ge სიახლე ინტერნეტბაზარზე - Marao

ვარჩევთ საჩუქარს სახლიდან გაუსვლელად - giftarea.ge სიახლე ინტერნეტბაზარზე

2014-11-03 11:26:58+04:00

თქვენი მეგობრის დაბადების დღე მოახლოვდა, თქვენ კი ფიქრობთ, რა უყიდოთ. ალბათ, მოგიწევთ მოიაროთ ბაზრობები ან მაღაზიები სასურველი ნივთის შესარჩევად.

ეს კი დროისა და ენერგიის გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს. მაგრამ მათი თავიდან აცილება მარტივად შეგიძლიათ, თუ მიმართავთ საჩუქრების ონლაინ-მაღაზია http://www.giftarea.ge

საიტი საქართველოში თავისი სპეციფიკით ერთადერთია.

ის მომხმარებელს მომსახურებას 2014 წლის 25 მარტიდან სთავაზობს. როგორც  Giftarea.ge-ს დამფუძნებელმა დავით მესხმა marao.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საიტის შექმნის იდეა მას და მის მეგობარ გიორგი ჩაჩიბაიას ეკუთვნით.

- დავით, კონკრეტულად, რას სთავაზობს giftarea.ge მომხმარებელს?

- ონლაინ-მაღაზიის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად სპეციალური ფილტრების დახმარებით რამდენიმე წუთში შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი სასაჩუქრე პროდუქტი, სახლის დეკორაციებით დაწყებული, ალკოჰოლური სასმელებით თუ სათამაშოებით დამთავრებული.

კურიერი კი მეორე დღესვე მას სასურველ მისამართზე მიიტანს. ამას გარდა, შესაძლებლობა გაქვთ, შეუკვეთოთ პერსონალიზებული საჩუქრები, თქვენთვის სასურველი გამოსახულებით Rosali-ს შოკოლადებზე, მაისურზე, ჭიქასა თუ ღვინის ბოთლის ეტიკეტებზე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აღნიშნული მომსახურება კორპორატიული კლიენტებისთვის.

- როგორ ხორციელდება გადახდა და რაიმე დამატებით სერვისს თუ სთავაზობთ მომხმარებელს?

- გადახდა შესაძლებელია pay box სწრაფი ჩარიცხვის აპარატის, პლასტიკური ბარათისა და ნაღდი ანგარიშსწორებით.  Giftarea.ge მომხმარებელს სთავაზობს უფასო სასაჩუქრე შეფუთვისა და ადგილზე მიტანის სერვისს. კერძოდ, თბილისში ტრანსპორტირება 50 ლარი ან მეტი ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში უფასოა, 50 ლარამდე კი 3 ლარია. რეგიონებში მიტანის სერვისის ღირებულება 8 ლარია.

- როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა თქვენი შეთავაზება?

- მომხმარებელმა ძალიან თბილად მიიღო ჩვენი ინოვაცია, საიტის წარმატება თანდათანობით იზრდება, რაზეც მეტყველებს სოციალურ ქსელებში მისი პოპულარობა http://www.facebook.com/giftarea.ge და გაყიდვების მზარდი ტემპი.

მომხმარებლებთან საუბარში, ასევე, ყველა აღნიშნავს საიტის დახვეწილობასა და მარტივ ინტერფეისს. თითოეულ მომხმარებელს ვემსახურებით უმაღლესი სტანდარტით, განურჩევლად შეკვეთის ღირებულებისა. საიტის წარმატებაზე მეტყველებს ასევე ერთგული მომხმარებლების სიმრავლე, რომლებმაც უკვე არაერთგზის ისარგებლეს ჩვენი სერვისით.

- უახლოეს მომავალში რაიმე სიახლის დანერგვას ხომ არ გეგმავთ?

- ძალიან მალე Giftarea.ge დანერგავს საიტზე ინტეგრირებულ დიზაინის მოდულს. მისი საშუალებით მომხმარებელს საშუალება ექნება, აირჩიოს პერსონალიზებული პროდუქტი, ზემოდან დაიტანოს ტექსტი, ატვირთოს სურათი და მოქნილი პროგრამის საშუალებით თავად შექმნას დიზაინი.

R