იოგას 5 ასანა, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაგაკლებინებთ წონაში! - Marao

იოგას 5 ასანა, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაგაკლებინებთ წონაში!

2020-11-29 13:14:55+04:00

დაიკლო წონაში იოგას მეშვეობით – ნიშნავს, შეცვალო როგორც გარეგნობა, ასევე შინაგანი სამყარო და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა!
სცადეთ ეს არც ისე რთული პოზები, რომლებიც მაშინვე მოგცემთ შედეგს. იოგას პრივილეგია, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ ის არ გბეზრდებათ.

  • პოზა "ბალანსი"

მიზანი: თეძოები და ფეხები

დადგით ფეხები ერთად, ხელები განზე გაშალეთ. გააკეთეთ ნაბიჯი წინ, ხელები წინ და თავს ზემოთ. თითები გადაჭდობილი უნდა გქონდეთ ისე, რომ საჩვენებელი თითებით მიუთითებდეთ მაღლა. ერთდროულად წაიხარეთ წინ და ასწიეთ მარცხენა ფეხი ისე, რომ ის ტორსის ხაზზე იმყოფებოდეს. დაყოვნდით ამ მდგომარეობაში 15-20 წამი. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, შეცვალეთ საყრდენი ფეხი და გაიმეორეთ პოზა "ბალანსი".

  • პოზა "ნახევარმთვარე"

მიზანი: ხელები, მუცელი, გვერდები და თეძოები.

დადგით ფეხები ერთად, ხელები მაღლა, თავს ზემოთ გაქვთ აწეული. გადააჭდეთ თითები. საჩვენებელი თითები აუცილებლად მაღლა უნდა იყოს მიმართული. გადაიხარეთ ტორსით მარჯვნივ. ეცადეთ, რომ მკერდი იატაკის პარალელურად დარჩეს. დარჩით ამ მდგომარეობაში 30 წამის განმავლობაში. გასწორდით და გაიმეორეთ მეორე მხარეს.

  • პოზა "უჩინმაჩინი სკამი"

მიზანი: მხრები, დუნდულები, თეძოები და წვივები

დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები – განზე. ჩაჯექით იქამდე, სანამ თეძოები იატაკის პარალელურად არ აღმოჩნდება, ხელები – წინ. დაყოვნდით ამ მდგომარეობაში 30 წამი და დაბრუნდით საწყის პოზიციაზე. აიწიეთ ცერებზე, მუხლები მოხრილი დატოვეთ 90 გრადუსზე, ხელები წინ, მხრების სიმაღლეზე. თითქოს უჩინმაჩინ სკამზე ზიხართ, გაჩერდით 30 წამი. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში და კვლავ გაიმეორეთ თანმიმდევრულად.

  • პოზა "სამკუთხედი"

მიზანი: მხრები, მუცელი, დუნდულები და ფეხები

დადგით ფეხები მხრებზე ოდნავ განივრად, მარჯვენა ფეხის ტერფი უნდა მიატრიალოთ 90 გრადუსით, ხოლო მარცხენასი – 45-ით. შეეცადეთ, მისწვდეთ მარჯვენა ხელით იატაკს, ხოლო მარცხენათი გაიჭიმეთ ჭერისკენ. იყურეთ ჭერში და დაყოვნდით 20 წამი ამ პოზაში. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში, შეცვალეთ საყრდენი ფეხი და გაიმეორეთ.

  • პოზა "კალია"

მიზანი: ზურგი, ხელები, დუნდულები და ფეხები

დაწექით იტაკზე, ხელები განზე, ხელისგულები მაღლა მიმართული, ფეხები სწორად. ასწიეთ მკერდი და ხელები იატაკიდან, დუნდულები დაჭიმეთ. ასწიეთ იატაკიდან თეძოებიც ისე, რომ ოდნავ მოხაროთ მუხლები. დაყოვნდით ამ პოზაში 10 წამი. დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. დაისვენეთ 20 წამი და გაიმეორეთ პოზა.

ამ 5 ასანას შესრულება არ წაგართმევთ დიდ დროს, მაგრამ საოცარ შედეგს მოგცემთ.

დაიმახსოვრეთ! იოგა სპორტი არ არის, ის ცხოვრების სტილია.