ბალერინებსა და მოცეკვავეებს ხშირად მოკლე დროში სჭირდებათ წონის დაკლება.
ამისათვის ისინი ყოველდღიურ, 20-წუთიან ვარჯიშებს აკეთებენ. ისინი თქვენც შეგიძლიათ აკეთოთ, თუ ფეხების გახდომა გსურთ.
1. ყველა ვარჯი უნდა გაკეთდეს მშიერ კუჭზე, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
2. ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ სახტუნაო. ისედაც ბევრი ხტუნვა მოგიწევთ. ამიტომ ვარჯიშის წინ ჩაიცვით სპორტული ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს კარგად იჭერს.
3. პირველი ვარჯიში სახტუნაოთია. იხტუნეთ ორივე ფეხით 3 წუთი. მთელ ფეხზე უნდა დახტეთ და არა მარტო ფეხის თითებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხები არ გაგიხდებათ, მაგრამ კუნთები დაგეტყობათ.
4. ახლა მონაცვლეობით 2 წუთი იხტუნეთ და ეცადეთ ფეხი წინ გამოსწიოთ.
5. ახლაც მონაცვლეობით იხტუნეთ ხან ერთ, ხან მეორე ფეხზე, 3 წუთის განმავლობაში.
ხტუნვის შემდეგ უნდა დაისვენოთ. გაიარ-გამოიარეთ. ამასთანავე, ჩასუნთქვისას ხელები მაღლა ასწიეთ, ამოსუნთქვისას დაუშვით.
6. შემდეგი ვარჯიშებისთვის საზურგიანი სკამი დაგჭირდებათ.
დაეყრდენით ხელებით.
ფეხები მხრების სიგანეზე დადგით და ჩაიბუქნეთ. მუხლები 90 გრადუსით უნდა მოხაროთ.
გააკეთეთ 10 ჩაბუქვნა 3 ჯერზე (გააკეთეთ 10 ჩაბუქვნა, შეისვენეთ; 10, ისევ შეისვენეთ და კიდევ 10).
7. გაიმეორეთ ეს ვარჯიში - 15 ჩაბუქვნა 2 ჯერზე. ოღონდ ახლა ტერფები სწორად კი არ დადგათ, გვერდზე გასწიეთ (ბალერინას პოზა).
დაბოლოს, ეს ბოლო ორი ვარჯიში შეგიძლიათ შეუნაცვლოთ ხოლმე ერთმანეთს.
წარმატებებს გისურვებთ.