უნიკალური არომატის და გემოს გარდა, ზაფრანას გააჩნია ორგანიზმისთვის ჭეშმარიტი სამკურნალო თვისებები.
ზაფრანის სასარგებლო თვისებებმა ეს არაერთხელ დაამტკიცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობაში.
ზაფრანა ეფექტურია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმის და მენსტრუალური ტკივილების დროს. ასევე, ზაფრანის მეშვეობით შეიძლება გათავისუფლდეთ უძილობისა და დეპრესიული განწყობისგან.
ზაფრანა შეიცავს ისეთ მინერალურ ნივთიერებებს, როგორებიცაა: კალციუმი, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, სელენი. ამასთანავე, ყოველი ელემენტი ასრულებს თავის სამკურნალო როლს ორგანიზმში.
კალიუმი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, რკინა კი სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში ერითროციტების გამომუშავებაზე.
ზაფრანის სასარგებლო თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მის შემადგენლობაში არის ასევე A, C და B-ჯგუფის ვიტამინები. ის სასიკეთოდ მოქმედებს სისხლძარღვების გამაგრების პროცესზე, წნევის დარეგულირებასა და სტენოკარდიის საწყის სტადიაზე, ათეროსკლეროზსა და გულის იშემიურ დაავადებებზე.
ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზაფრანის სასარგებლო თვისებები ასევე ვრცელდება მხედველობაზე. კერძოდ, ეს ეხება ისეთ პრობლემას, როგორიც არის პიგმენტური რეტინიტი და კუნთოვანი დეგენერაცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის დაბერებით.
ამ შემთხვევაში ზაფრანა უწევს ჟანგვითსაწინააღმდეგო ეფექტს და ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს უჯრედებში. ამასთან ერთად, მხედველობის უჯრედები იწყებს ნორმალურ ფუნქციონირებას და ხდება უფრო დაცული.
იხილეთ სრულად: reitingi.ge