რუსული შოუბიზნესის პოპ-ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში საკუთარი დიზაინით შექმნილი კოლექციის ფოტოები გამოაქვეყნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
"A-studio"-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, დიზაინერიც გამხდარიყო და სულ მალე საკუთარი ბრენდის, Keti One-ის სადებიუტო კოლექცია შექმნა.
მომღერლის "ინსტაგრამზე" უკვე გაჩნდა პირველი ლუკბუკის კადრები - ფოტოგრაფის ობიექტივის წინ მოდელი დაშა მალიგინა პოზირებდა.
იხილეთ ვიდეო
კროპ-ტოპები, საღამოს კაბები შთამბეჭდავი დეკოლტეთი, მასიური ჟაკეტები და ვიწრო კაბები – კოლექციით თუ ვიმსჯელებთ, ქეთი მგრძნობელობაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ თანამედროვე მინიმალიზმითაც ხელმძღვანელობს: მინიმუმი დეკორი და კონტრასტული ფერების შეხამება.
მომღერლის მხატვრულ გემოვნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა – საკმარისია, გავიხსენოთ მისი ეფექტური გამოსვლები ელიტურ წვეულებებზე და საქორწინო კაბები.
იხილეთ ფოტოგალერეა