ანჯელინა ჯოლის იდეალური სილამაზე – ინტერნეტში მსახიობის ექსკლუზიური ფოტოები გავრცელდა - Marao

ანჯელინა ჯოლის იდეალური სილამაზე – ინტერნეტში მსახიობის ექსკლუზიური ფოტოები გავრცელდა

2014-11-17 15:00:35+04:00

ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ სოციალური ქსელით ანჯელინა ჯოლის ახალი ფოტოსესიის ექსკლუზიური ფოტოები გაავრცელა.
იხილეთ ფოტოგალერეა

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ჟურნალ Vanity Fair-ისთვის ახალ, ელეგანტურ ფოტოსესიაში გადაიღეს.

ფოტოების ავტორი ცნობილი მარიო ტესტინო გახლავთ. სწორედ მან გამოფინა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ექსკლუზიური ფოტოები, რომელთაც კომენტარად დაურთო: "ყოველთვის მაოცებდა იმით, როგორ შეუძლია ამდენი რამის კეთება: ითამაშოს კინოში, გადაიღოს კინო, გაზარდოს შვილები, იყოს საყვარელი ცოლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ! ამასთან, ყოველთვის გამოიყურებოდეს თვალისმომჭრელად და ასხივებდეს საოცარ ენერგეტიკას".

იხილეთ ფოტოგალერეა