სპეციალისტების თქმით, ამ ვარჯიშების რეგულარული შესრულებით სარძევე ჯირკვლების მოცულობა 4-6 სმ-ით იმატებს.
სარძევე ჯირკვლები განთავსებულია დიდ და მცირე მკერდის კუნთებზე. ამიტომაც ბიუსტის გაზრდა შესაძლებელია კონკრეტული ფიზიკური დატვირთვის შედეგად.
ქვემოთ მოცემული ვარჯიშების შესრულება რეკომენდებულია კვირაში 3-4-ჯერ და მთლიანი კურსი უნდა მოიცავდეს 4-დან 8 კვირას. სამაგიეროდ, მკერდის გარშემოწერილობა 4-6 სანტიმეტრით გაიზრდება. გარდა ვარჯიშისა, რეკომენდებულია რეგულარული მასაჟი და მკერდის სპეციალური კრემებით დამუშავება. ასევე, სასარგებლოა ჰაერზე სეირნობა და 8-საათიანი ღამის ძილი.
მკერდის გასაზრდელი ვარჯიშები:
- საწყისი მდგომარეობა – ფეხზე მდგომი. ხელში გიჭირავთ მცირე სიმძიმე (მაგალითად, წიგნი). ხელები ასწიეთ მაღლა და ორჯერ შემოჰკარით ტაში. ხელების აწევისას ჩაისუნთქეთ, ხოლო დაშვებისას ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 4-12-ჯერ.
- საწყისი მდგომარეობა – ზურგზე დაწოლილი. ხელში გიჭირავთ სიმძიმე – წიგნი ან ქვიშით სავსე ტომრები. ხელები გასწიეთ განზე, მხრების გასწვრივ, შემდეგ 2-ჯერ გადაიჭდეთ გულზე და მკვეთრი მოძრაობით აზიდეთ ზევით. გაიმეორეთ 4-12-ჯერ. სუნთქვა - თავისუფალი.
- საწყისი მდგომარეობა – ზურგზე დაწოლილი. ხელში სიმძიმე (წიგნი, ჰანტელები ან ქვიშის ტომრები). ხელები თავს უკან გიწყვიათ. ასწიეთ ხელები თავზემოთ და დაუშვით მუცელთან. ხელების აწევისას ჩაისუნთქეთ, ხოლო საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას – ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
ვიდეოში ნახავთ მკერდის და ზურგის საუკეთესო ვარჯიშებს