როგორ დავუბრუნოთ საიუველირო ნივთებს პირვანდელი ბზინვარება - Marao

როგორ დავუბრუნოთ საიუველირო ნივთებს პირვანდელი ბზინვარება

2020-08-10 11:08:03+04:00


დაგჭირდებათ:

  • 1 სუფრის კოვზი მარილი;
  • 1 სუფრის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 პატარა ნაჭერი ტყვიის ქაღალდი

გასუფთავების ეტაპი:

  1. გაათბეთ წყალი მიკროტალღურ ღუმელში 1 ან 2 წუთის განმავლობაში.
  2. მოახიეთ ტყვიის ქაღალდს პატარა ნაჭერი და ჩააფინეთ პატარა ჯამის ან ჭიქის ფსკერზე.
  3. ჩაასხით გამთბარი წყალი ამ ჭურჭელში. დაუმატეთ მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი სითხე.
  4. ჩააწყვეთ საიუველირო ნაწარმი და გააჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ გაავლეთ გრილ წყალში და გაამშრალეთ რბილი ქსოვილით.