აუცილებელი ვიტამინები ჯანმრთელი და ლამაზი თმისთვის - Marao

აუცილებელი ვიტამინები ჯანმრთელი და ლამაზი თმისთვის

2014-11-24 13:46:56+04:00

ვიტამინი A ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ამცირებს ქერტლის წარმოშობას.

ზრუნავს თავის კანის ჯანმრთელობაზე. A ვიტამინის ნაკლებობისას თმა მშრალი, მტვრევადი და უსიცოცხლო ხდება.

B ჯგუფის ვიტამინები - ამ ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი აუცილებელი და სასარგებლოა თმისთვის.

B 2-ის გარეშე თმის ძირები ცხიმიანი, ბოლოები მშრალი და მტვრევადი ხდება.

B3 და B5 - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში. აძლიერებს თმას და მას ჯანმრთელ იერს ანიჭებს. ამ ვიტამინების ნაკლებობა თმის გაჭაღარავებასა და უჯრედების კვდომას იწვევს.

B6 - დაგიცავთ თმის ცვენისგან. გაგიუმჯობესებთ თმის ფერს. აგრეთვე, მოგაშორებთ თმისა და თავის კანის სიმშრალეს.

B9 და B10 - ეხმარება ორგანიზმს კალცის ათვისებაში და ამასთანავე, ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას.

B12 - მიიღეთ თმის ცვენის პროფილაქტიკისთვის.

B ვიტამინი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს თმის ფოლეკულებს და აჩქარებს თმის ზრდას.

E ვიტამინი - თმას ჯანმრთელ და ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. იცავს მას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

H ვიტამინი - აუცილებელია თავის კანის ჯანმრთელობისთვის. იგი აჩერებს ქერტლის წარმოქმნას, დაგიცავთ თავის კანის დაავადებების წარმოშობისა და თმის ცვენისგან.