ბავშვის სქესის გამოსაცნობი ჩინური ცხრილი - Marao

ბავშვის სქესის გამოსაცნობი ჩინური ცხრილი

2014-12-01 11:45:54+04:00

ბავშვის სქესის გამოსაცნობი სხვადასხვა მეთოდი ყოველთვის საინტერესო და აქტუალურია.

ყველა არსებულ მეთოდს აქვს სხვადასხვა პროცენტული ალბათობა. ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ითაც კი ემთხვევა ხოლმე. მაგალითად, ამ ჩინურ ცხრილზე ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია. თუმცა, რასაკვირველია, ზუსტი არც ერთი არ არის – რადგან მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის, ვინ დაიბადება.

ცხრილი ვანგას მოსწავლის მიერაა შედგენილი. მასში ორი პარამეტრი უნდა შეუფარდოთ ერთმანეთს – მომავალი დედის ასაკი და ჩასახვის თვე. მუქი მწვანე უჯრები ბიჭს შეესაბამება, ღია მწვანე – გოგონას.

იპოვეთ თქვენი ასაკი და მის გასწვრივ – ჩასახვის თვე. მათი გადაკვეთის ადგილას ნახეთ უჯრის ფერი და ის იქნება ბავშვის სქესი.

ასევე, არსებობს ბევრის მიერ აღიარებული სისხლის განახლების მეთოდი. ეს საშუალება იმას ეფუძნება, რომ მამაკაცებს სისხლი ყოველ 4 წელიწადში ეცვლებათ, ხოლო ქალებს – ყოველ 3 წელიწადში (ეს ბუნებრივად. ასევე, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანი ბევრ სისხლს კარგავს და განახლება მაშინაც ხდება). ბავშვის ჩასახვის მომენტში რომელ მშობელსაც აქვს უფრო "ახალი" სისხლი, ანუ რომელსაც ბოლოს განუახლდა, სწორედ მისი სქესის იქნება შვილი.

იხილეთ ცხრილი