ვერაფერი შეცვლის კარგ და ჯანმრთელ ძილს, მაგრამ მისი გაფუჭება შეუძლია 4 ჩვევას, რომლებზე უარის თქმაც ბევრ ჩვენგანს ძალიან უჭირს. არადა, მოგიწევთ.
აი, 4 მავნე ჩვევა, რომელიც საღამოს ნორმალურ დასვენებაში ხელს შეგიშლით.
სიგარეტი
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ძილის წინ სიგარეტს ეწევიან, მეორე დილით დაღლილობის შეგრძნებით იღვიძებენ. გარდა ამისა, მწეველებს არ შეუძლიათ დატკბნენ მეორე ნახევრის სითბოთი ძილის წინ: ნიკოტინი აქვეითებს ჰორმონის, სეროტონინის გამოყოფას, რაც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.
ხორცი ძილის წინ
თუ გსურთ, მშვიდად გეძინოთ და არ იხვრინოთ ღამით (რაც, არც ისე უსაფრთხოა), ღამით ნუ შეჭამთ ხორცს. ეს მძიმე საკვები შეიცავს ბევრ ცხიმსა და ცილას: იმისათვის, რომ ხორცი ორგანიზმმა გადაამუშაოს, კარგად უნდა იმუშაოს, ღამე კი სამუშაოდ და კალორიების დასაწვავად საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის.
ვიწრო ტანსაცმელი
ზედმეტად ვიწრო ტანსაცმელს შეუძლია დაარღვიოს სისხლის მოძრაობა და ორგანიზმში ჰაერის ცირკულაცია, რაც სხეულის ტემპერატურის მაღლა აწევას იწვევს, ხოლო სეროტონინის დონეს დაბლა სწევს. ამიტომაც დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე რეკომენდებულია პიჟამის ჩაცმა. ხოლო ძილი – საერთოდაც შიშვლად ჯობია.
რძე
ითვლება, რომ რძე – კალცისა და ცილის საუკეთესო საბადოა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს სასმელი ბევრ ლაქტოზასაც შეიცავს (ცილა, რომელსაც ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი რთულად შეითვისებს). მაგრამ კიდევ უარესია, რომ ეს ნივთიერება სისხლში შაქრის შემცველობას მაღლა სწევს, რის გამოც ღამით რამდენჯერმე გაგაღვიძებთ.
ერთი სიტყვით, თუ გსურთ, ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად გამოიძინოთ, გირჩევთ, მისდიოთ ამ რეკომენდაციებს.